გაცილების შემდეგ მე სამზარეულოში გავედი, ზეინი კი გამოსაცვლელად ავიდა. ვაშლი ავიღე და ოთახში ავედი. მესმოდა კედლის იქით ზეინი როგორ ღნაოდა. შეშფოთებული გავედი
-რატო ღნავი? - როგორცკი შევედი მობეზრებული ხმითა და თვალების ტრიალით ვთქვი. ზეინს წარბები შეეჭმუხნა, ყბა დაბლა დაექაჩა და თავს იქნევდა, თან მაისურს იცვამდა(დაახლოებით ასე
https://www.facebook.com/thefamilyguysofficial/videos/343094292993670/ ).
როდესაც შემამჩნია ჩემსკენ სიმღერით წამოვიდა, ხელი წელზე მომხვია, ოდნავ გადამაწვინა და ისევ ისე განაგრძო სიმღერა. მეც სიცილი ამიტყდა, ავყევი და ცოტა ხანში უარესად ჩავბჟირდით. რამდენიმე წამში ძლივს დავმშვიდდით და ცრემლები მოვიწმინდეთ
-ძაან ვერ ხარ- დოინჯი შემოვიწყე, წელში გავსწორდით და სიცილისგან დაჭყანული სახით შევხედე. მასაც ჩაეცინა
-აბა შენს გვერდით ისე როგორ - გავუღიმე, დავემშვიდობე და დავიძინე. ღმერთო მაინც რა მოწყენილობაა...
...
დილით ზეინი სახლში არ დამხვდა, გამიკვირდა,ამიტომ დაცვას ვკითხე და როგორც გავიგე დილით სასწრაფო საქმეზე გიჟივით გავარდა. ღმერთო, ნეტავ ახლა რაღა ხდება. ტელევიზორს ვუყურებდი, როდესაც კარზე ზარი გაისმა. ზეინისკენ სწრაფი ნაბიჯით გავწიე, თუმცა მივხვდი, რომ შევცდი, როდესაც კარში მალიკის მაგივრად ნაილი დამხვდა. გამიღიმა და შემოვიდა-ჰეი
-ჰეი-ვუპასუხე ოდნავ უცნაური ტონით. თითქოს მიხვდაო რაზე ვფიქრობდი, ისე მიპასუხა
-ზეინმა დამირეკა, მითხრა რომ თვითონ მიდიოდა და შენთან მე მოვსულიყავი-ამიხსნა. მეც თავი დავუქნიე. ცოტა ხანი უხერხული სიჩუმე იდგა, რომელიც მალევე დავარღვიე-მალე დაბრუნდება?
-არ ვიცი, სასწრაფო საქმე გამოუჩნდა. ბიჭებისთვისაც არ უთქვამს რა ხდება. იმედია მშვიდობაა. ალბათ მალე გამაგებინებს-მითხრა ღიმილით
-რატო მკითხე?
-არა, უბრალოდ-თავი დამიქნია
-ნაილ, ძალიან ვაფასებ, რომ მოხვედი, მაგრამ მართალია ახლა გავიღვიძე, თუმცა მაინც ძალიან მეძინება და წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ... - ვკითხე ცოტა უხერხული ტონით
-ოუ, არა, არა რას ამბობ. წადი და დაისვენე. მე მანამდე ტელევიზორს ვუყურებ-მიპასუხა თბილი ღიმილით. თავი დავუქნიე და მაღლა უკვე ნახევრად თვალებ დახუჭული ავედი
STAI LEGGENDO
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Fanfictionნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...