5

1.4K 76 15
                                    

ოთახში აღარც ავსულვარ ისე დავჯექი დივანზე და ჩემს საქციელზე დავფიქრდი, თან მეღიმებოდა და ტუჩს ვკბენდი. ღმერთო რა ჯანდაბა მემართება. ამ ფიქრებში მალევე ჩამეძინა.

ღამით ცოტახნით წამოვდექი, რომ გარეთ გავსულიყავი,რადგან სუფთა ჰაერი ახლა ნამდვილად მჭირდებოდა, თუმცა ჩემი ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა ამიტომ კვლავ დივანს დავუბრუნდი. აბა ახლა მაღლა რა ავიდოდა.

დილით რათქმა უნდა დივანზე გავიღვიძე და გადავწყვიტე საერთო საპირფარეშოში შევსულიყავი. თავი მოვიწესრიგე, ჩემს თავს გავუღიმე და გარეთ გამოვედი.ამ ყველაფერს დაახლოებით 30წუთი ან ცოტა მეტი დავუთმე. როდესაც გამოვედი მისაღებიდან საუბრის ხმა გამოდიოდა.

~ზეინი~

ნინას საქციელისაგან გაოცებული ვიყავი. ღმერთო ეგ გოგო გამაგიჟებს. ძალიან არაპროგნოზირებადია. ხვალ ჩემი დაბადებისდღეა, თუმცა ეს არც გამხსენებია, რადგან მთლიანად ჩაფლული ვარ საქმეებში. ნინაზეც ბევრი დრო დავკარგე, ბიჭები კი წასულები არიან და ყველაფერი მე დამიტოვეს. ნინას რომ არ ეკითხა ალბათ ეს 'მნიშვნელოვანი' დღე არც გამახსენდებოდა,ხოლო როდესაც მომილოცა და მაკოცა ამან საერთოდ გამომაშტერა. ღმერთო რა ტკბილი და რბილი ტუჩები ჰქონდა. თუმცა ჩემი ეს ნეტარებაც დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე წამოდგა, თვალი ჩამიკრა და გავიდა. ცოტა ხანი აზრზე ვერ მოვდიოდი, შემდეგ კი გამახსენდა, რომ კოცნამდე ჯიბეში რაღაც ჩამიდო.

ამოვიღე და გაოცებული მივაშტერდი. ეს თუ ახლა ისაა, რაც მე მგონია გავგიჟდები. ფლეშკას ცოტახანი დაეჭვებული ვატრიალებდი და უკვე შეერთებას ვაპირებდი, როდესაც ოთახში ბიჭები შემოვივდნენ. ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ფლეშკა ჯერ მე მენახა, მათთვის კი მოგვიანებით მეჩვენებინა, ამიტომ შეუმჩნევლად კვლავ ჯიბეში ჩავიდე და ერთმანეთს ხელი ჩავურტყით მისალმების ნიშნად. დასხდნენ და  ლაპარაკი დაიწყეს

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Where stories live. Discover now