გავიგე, თუ როგორ დაიკეტა მთავარი კარი. ცოტა დავიძაბე, თუმცა მანიაკი ასეთი ხმაურით არასოდეს შემოვიდოდა. გადავწყვიტე ოთახში დავრჩენილიყავი. მალევე ნაბიჯების ხმა უფრო მკაფიო გახდა და მივხვდი, რომ ზეინი მოვიდა. კარი შემოაღო. ხელში სასმლის ოთხკუთხედი, ნახევრად ჩაცლილი ბოთლი ეჭირა, თვალები ჩასწითლებოდა და ძლივს ახელდა, პირველი კი, რაც მისი პირიდან გავიგე, იყო
-შენი ბრალია! - გაკვირვებულმა შევხედე. ზედმეტად მთვრალი იყო იმისთვის, რომ საღად ეაზროვნა
-უკაცრავად? - წარბაწევით გავხედე
-ხოო, შენი ბრალია, რომ ახლა ჩემს დამპალ თავში სრული ქაოსია. შენი ბრალია, რომ ჩემი ცხოვრება აირია. შენი ბრალია, რომ გაურკვევლობაში ვარ.შენი ბრალია, რომ ახლა მთვრალი ვარ. არც კი ვიცი დღემდე აქ რას აკეთებ და სხვა ტყვეებთან ერთად რატომ არ ხარ. არ ვიცი რითი ხან გამორჩეული, თუმცა ეს არ მსიამოვნებს. რატომ არ გექცევით დანარჩენებივით უყურადღებოდ. არ ვიცი რითი ხარ განსხვავებული. ამ ყველაფერზე პასუხი არ მაქვს, რაც შედეგად შენს მიერ გამოწვეულ ქაოსს ქმნის! - მთვრალი იყო და მსგავსი შინაარსის წინადადებებს ორჯერაც იმეორებდა.გაკვირვებული ვუყურებდი და მართლა ვერ ვხვდებოდი რა დავაშავე, თუმცა ის ვიცოდი, რომ ცოტა ხანში შეიძლება ერთმანეთი დაგვეხოცა, ან შეიძლება წყნარადაც დავრჩენილიყავით. ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეთქვა, ამიტომ ჩუმად დავრჩი. ბარბაცით წამოვიდა საწოლისკენ, კიდეზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო, მაგრამ ბოთლი კვლავ არ გაუშვია
-ძალიან რთული ხარ, ღმერთო, ძალიან რთული! რევოლუციასავით ხარ! - ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვებში რას გულისხმობდა, თუმცა ვარჩიე მისთვის გაგრძელების საშუალება აღარ მიმეცა. ამის სანაცვლოდ ავდექი და გარეთ გამოვედი, რომ ბიჭებისთვის მისი გაყვანა მეთხოვა.
ფხიზელსაც ძლივს ვიტან და ახლა მთვრალი? ოჰ, კარგი რაა! ამ ფიქრებში გემრიელი ბრაგვანის ხმა მომესმა. სასწრაფოდ გავჩერდი და უკან გავბრუნდი. ზეინი იატაკზე ეგდო, თუმცა მაშინვე აფოფხდა საწოლზე და გემრიელად გაწვა. საშინლად მთვრალია! უკვე ეძინა, ამიტომ ბიჭებისთვის მისი წაყვანის თხოვნას აზრი აღარ ჰქონდა. არც მქონია იმის სურვილი, რომ შუა ღამეს გამეღვიძებინა ისინი, თუმცა ისიც არ ვიცოდი აქ იყვნენ თუ არა. უბრალოდ ვეცადე ერთ მხარეს ისე მიმეწია მისი სხეული, რომ არ გადავარდნილიყო. მხოლოდ ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა. თვალები გადავატრიალე და საწოლში საცვლისა და ლიფის ამარა ჩავწექი. მერე რა, რომ ერთ საწოლში ვწევართ, მისი გულისთვის საკუთარ თავისუფლებას არ შევზღუდავ.
BẠN ĐANG ĐỌC
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Fanfictionნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...