გულქვა

1.3K 72 12
                                    

გვერძე დამიდგა და სიგარეტს გაუკიდა.

-აბა, რაზე ჩაფიქრებულხარ? - მკითხა დაინტერესებულმა

-რაიყო, შენი გოგო წავიდა და გამოიხედე თვალებიდან? - ვკითხე ცინიკურად. ჩაიცინა, გამომხედა და აღარაფერი უპასუხია.

გავხედე. სიგარეტი ძალიან უხდებოდა. ბოლო ნაპასი დაარტყა და მოისროლა

-ჯესიკაზე რას ფიქრობ?

-ნუთუ ჩემი აზრი ასეთი მნიშვნელოვანია მისტერ მალიკ?

-დამიჯერე, ძალიან მნიშვნელოვანი-თვალი ჩამიკრა და მოაჯირზე შემოვჯექი

-ჯესიკა არ მომეწონა-არ შემიხედავს ისე ვუთხარი

-ხოო? რატომ?

-არ ვიცი. უბრალოდ არ მომეწონა

-ან უბრალოდ იეჭვიანე-მითხრა კმაყოფილმა

-აბა რაა-ვუთხარი და სიცილი დავიწყე. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს ზეინის სიტყვებზე ვიცინოდი

-შენს თავს დასცინი ძვირფასო? - მკითხა დამპლური ღიმილით და წინ დამიდგა. ხოო, როგორც ჩანს ერთადერთი არ ვარ რაღაც რაღაცებს ხვდება. ჯანდაბა! ამის იდეალურ თვალს ხომ არაფერი გამოეპარება!

-საიდან მოიტანე? - ვკითხე უდარდელად და თვალებში ჩავხედე, არადა შინაგანად ვიწვოდი

-ოჰ, კარგი რაა. ეს საშინლად შესამჩნევი და სახალისო იყო. ჩვენმა პრინცესამ იეჭვიანა

-არ მიეჭვიანია!

-აბა რაა-მის ცინიკურ ლაპარაკზე ნერვები მომეშალა. მოაჯირიდან ჩამოსვლა და მისგან თავის დაღწევა ვცადე, თუმცა უკან დამაბრუნა

-არ მაიძულო, რომ თავდაცვის საშუალებებს მივმართო-ამოვიღრინე

-თავის დაცვას ვისგან ცდილობ, ჩემგან?

-არა, შენი ზეწოლისგან!

-მე ასე არ ვფიქრობ-თქვა მხრების ჩეჩვით

-ზეინ ნერვებს ნუ მიშლი!

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Where stories live. Discover now