ნ ი ნ ა

1.4K 76 12
                                    


ზეინმა ვიღაცას დაურეკა, რომელმაც ყველა მასთან დაიბარა.

...

-ზეინი-

ჯეიკმა მასთან დაგვიბარა. მკაცრი და ცივსისხლიანი მხეცია, თუმცა როცა საჭიროა გვერდით დაგიდგება და დაგეხმარება. ის რის მოყოლასაც ვაპირებ, ალბათ ჭკუიდან შეშლის, თუმცა ამ საქმეში სხვას ვერ გავრევთ.

ლონდონის ცენტრში მის ბინაში მივედით. ორი სართულის ყველა ბინა გაერთიანებული ჰქონდა და წარმოდგენა არ მინდა რამხელა ფართი აქვს.მისი აზრით ქალაქის ცენტრში მკვლელი უფრო რთული შესამჩნევია. ეს ძალიან უცნაურია, თუმცა ის ამბობს, რომ სწორედ ამიტომ აირჩია ეს არეალი. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, ამაში აზრს მაინც ვერ ვხედავ.

კარი თავისუფალ სტილში ჩაცმულმა გაგვიღო. სახე მანამ არ გაუმკაცრდა, სანამ ყველა ჩვენგანს კარგად არ დააკვირდა და მიხვდა, რომ დიდ შარში ვიყავით. მისაღებში დავსხედით და ყველაფრის მოყოლა დავიწყე დაწყებული სკოტის ჩვენთან მოსვლიდან და ფლეშკის მოპარვიდან, დამთავრებული ელეს გატაცებით. დროდადრო საუბარს მისი წამოძახილები და ხვნეშა მაწყვეტინებდა. როდესაც თხრობა დავასრულე ცოტა ხანი წყნარად იყო. სწორედ ამის მეშინოდა. შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში აფეთქებულიყო, თუმცა ამის მაგივრად წყნარად მკითხა

-კი მაგრამ, ასეთი ვინ არის ის გოგო, რომ ამხელა არეულობა შექმნა?

-ოუ... ის ცოტაა... - დამანჭული სახით დაიჭყო ჰარიმ. ჯეიკმა თვალები გადაატრიალა და დანარჩენებს მოგვავლო თვალი პასუხის მისაღებად

-მას ნინა ჰქვია, ჯორჯიადან არის და გვარი არ ვიცით... - თქვა ნაილმა

-ბლეიქი, მისი გვარი ბლეიქია და ის ჯორჯიადან კი არა საქართველოდანაა... თუ რაღაც მსგავსი... ამ ადგილს-ვაპირებდი კარგად ამეხსნა, რომ ეს შტატი არ იყო და ა. შ, თუმცა ჯეიკმა ხელის აწევით გამაჩერა

-არ გინდა, ამ ადგილზე საკმაოდ ბევრი ვიცი, ზედმეტად ბევრიც-გაკვირვებულებმა შევხედეთ-ნინასგან

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Donde viven las historias. Descúbrelo ahora