მივხვდი რომ ლიამი ამ ამბის გასანდობად ყველაზე სანდო ადამიანი იყო. ვიცი არსად წამოცდება და თან დამეხმარება. ოხ ნინა ნინაა... შენ ხო არ იცი წინ რა გელოდება. ბოროტულად ჩავიცინე და ლიამს მივუბრუნდი.
-დღეს რაღაც მოხდა-მან წარბაწევით შემომხედა და მანიშნა რომ გამეგრძელებინა. ყველაფერი მოვუყევი რაც იმ ორმა ჩემზე ილაპარაკა. ბოლოს ჩემი ეგოისტური ფიქრებიც გავანდე. მთელი დრო ინტერესით მისმენდა
-არ ვიცი რა გირჩიო. საერთოდ რას აპირებ? იმედია მის გამოყენებას არ გეგმავ
-ჯანდაბა კარგი რაა. უამრავ გოგოს გავუტეხე გული, თუმცა ხომ იცი რომ ამას გამიზნულად არ გავაკეთებ. მითუმეტეს ჩემი დის ინციდენტის შემდეგ-ბოლოში ჩუმად დავამატე. ლიამმა თავი კმაყოფილმა დამიქნია.
-იცი, გარეგნობას ვერ დაუწუნებ, თუმცა საშინელი ხასიათი აქვს. რახან სხვა ქვეყნიდანაა თავი დიდი ვინმე გონია-ლიამმა გაკვირვებულმა შემომხედა მაგრამ არ გამაწყვეტინა
*ნინა
ღამით წყურვილმა გამაღვიძა და სამზარეულოში ჩასვლისას ზეინის ოთახიდან გამომავალი სინათლის პატარა სხივი შევამჩნიე.მაინტერესებდა რას აკეთებდა და ფრთხილად შევიხედე. ლიამიც იქ იყო და საუბრობდნენ
-იცი, გარეგნობას ვერ დაუწუნებ, თუმცა საშინელი ხასიათი აქვს. რახან სხვა ქვეყნიდანაა თავი დიდი ვინმე გონია-თქვა ზეინმა. თავიდან მეგონა ვინმე სხვაზე საუბრობდა, მაგრამ ბოლო წინადადებაში მივხვდი, რომ მე მგულისხმობდა. ნერვები მომეშალა. საიდან მოიტანა რომ ამპარტავანი ვარ. დეგენერატი. ფიქრებს მოვწყდი და მოსმენა გავაგრძელე
*ზეინი
-ფიქრობს რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს. ბიჭები გარს ახვევია. ძამიკოს გოგოა. თავს ყველას ისე აჩვენებს თითქოს ძლიერია, არადა ელემენტალურ რაღაცებზე თავისი ძმის ძმაკაცებთან გარბის. არ შეუძლია პრობლემების თავისით მოგვარება. კიი, არის მასში რაღაც, მაგრამ საშინლად წუწუნაა,ძალიან ბევრ კითხვას სვამს და ყველას საქმეში ეჩრება, თან ძალიან ამაყია. მოკლედ, ერთი ამპარტავანი და სხვებისგან არაფრით გამორჩეული გოგოა... თან-აი აქ კი გამეღიმა-თან მე უკვე მყავს ჩემი გოგო. ნინას არაფრით არ გავს და შენც იცი, რომ სიგიჟემდე მიყვარს. არ უყვარს ყურადღების მიპყრობა, სითამამე და ეგეთი რაღაცები, ხო ხვდები. ლამაზია, ჭკვიანი, თავის დაცვაც შეუძლია, ერთგული და მშვიდი. მას არავის გამო არ მივატოვებ. იმ გველის გამო განსაკუთრებით, მხოლოდ საწოლზე რომ... - ამ დროს დავინახე ნინა კარებს სასწრაფოდ როგორ მოშორდა
ВЫ ЧИТАЕТЕ
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Фанфикნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...