ვხედავდი ზეინს კუნთები როგორ ეჭიმებოდა და ამით ძალიან ვერთობოდი. ცოტა ხანში ყველამ ლაპარაკი შეწყვიტა. დემე ჩემთან მოვიდა ხელი გადამხვია და ზეინს მიუბრუნდა
-ბატონო მალიკ, შეიძლება დღეს მაინც გავატარო ღამე ჩემთვის ძვირფას ადამიანთან ერთად? - ამის შემდეგ ზეინი კიდევ უფრო დაიძაბა. ვეღარ მოითმინა და გამწარებული გავარდა.
-ვფიქრობ ეს თანხმობას ნიშნავს-გამომხედა უცოდველი სახით დემემ. პატარა ნაბიჭვარი.ყველა გაკვირვებული იყო დემეს სიტყვებით და ზეინის საქციელით,ამიტომ ახსნა-განმარტების მოსასმენად ჩვენ შემოგვხედეს
-არაფერია,უბრალოდ გუშინ ცოტა ვიხმაურეთ და ჩემი ქალბატონი ბატონმა მალიკმა წამართვა. ახლა კი თქვენი ნებართვით დასვენება გვჭირდება. გუშინდელი ღამე უნდა ავინაზღაუროთ-ღიმილით აუხსნა სიტუაცია , შემომხედა, ხელები ერთმანეთზე დაატყაპუნა და ოთახისკენ გამაქცუნა-ნაბიჭვარი ხარ!
-სიმპატიური ნაბიჭვარი-მითხრა თვალის ჩაკვრით. ჯანდაბა! ამ დროს ოთახშიც შევედით და დემემ ეგრევე მახალა
-მას მოსწონხარ-საწოლზე წამოკოტრიალდა და ხელები თავქვეშ ამოიდო. მართლა ვერ მივხვდი ვიზე ლაპარაკობდა
-ვიის? - ვკითხე გაკვირვებულმა
-მალიკს-თქვა სრული სერიოზულობით, მე კი ორ წამში ძლივს შეკავებული ემოციები ამოვაფრქვიე. დემემ გაკვირვებულმა შემომხედა. როცა დავმშვიდდი ვუპასუხე
-არ მეგონა ასე ძაანაც თუ უბერავდი
-მე კი არა შენ უბერავ. ტიპი ისეთი დაძაბული გვისმენდა. ცოტაც და ბეკონის ხორცივით დამბეგვავდა. წინა დღეებიც გაიხსენე და ფაქტები დააკავშირე, დებილო!ცოტა ხანი ვიფიქრე, შემდეგ კი იმ მომენტში ყველაზე ლოგიკური დასკვნა გამოვიტანე-დემე ცოტა ძაან უბერავს. თუმცა ეს აღარ გამიმხელია. ისე ცოტა ლოგიკური და სიმართლის შემცველია, თუმცა მაინც არ მჯერა. ვფიქრობდი, რა დროსაც გონება გამინათდა და დემეს ზედ დავახტი
ŞİMDİ OKUDUĞUN
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Hayran Kurguნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...