მივდივართ, ტკბილო

1.5K 86 11
                                    

მართლა არ ვიცი რატომ, მაგრამ უბრალოდ ავტირდი. ზეინს ეს არ გამოპარვია და გაკვირვებულმა მკითხა
-ჰეი, კარგად ხაარ? - მე თავი დავუქნიე და ისე რომ არც დავფიქრდი რას ვაკეთებდი, უბრალოდ ძლიერად მოვხვიე ხელები. ცოტა ხანი იყოყმანა, შემდეგ კი მანაც იგივე გაიმეორა. უკვე მეორედ ვარ ასეთ სიტუაციაში, რაც აქ მოვედი.

ცოტა ხანი ასე ვიყავით და ზეინი თმაზე მეფერებოდა, თან მეჩურჩულებოდა რომ დავწყნარებულიყავი. ეს ყველაფერი ისე მომწონდა, რომ მინდოდა საუკუნედ გაგრძელებულიყო. ნელ-ნელა დავწყნარდი და ზეინს მაინც მოვშორდი

-ამ, არ ვიცი, შეიძლება ამაზე ლაპარაკი არ გინდა, მაგრამ შენი ძმა რა წამლებზე და საფრთხეზე ლაპარაკობდა? - მკითხა შეპარვით
-განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ ის ზედმეტად მზრუნველია იმისთვის, რომ თუნდაც უბრალო თავის ტკივილი და ნერვიულობაც კი უყურადღებოდ დატოვოს-ვუთხარი ღიმილით
-წამოღებული გქონდა?
-კი, ყოველი შემთხვევისთვის ჩანთაში მედო
-ამ დღეებში მოიტანენ ჩემოდნებს და შეგიძლია დალევა გააგრძელო
-ჩემოდანი არ მქონია, მაგრამ მადლობა-ვუთხარი ღიმილით, მანაც თავი დამიქნია. უნდა გამოვსულიყავი, როდესაც ოთახში გაკვირვებული და ცოტა არ იყოს ანერვიულებული დემეტრე შემოიჭრა

-რამე მოხდა? - ვკითხე მისი საქციელით გაკვირვებულმა
-არა, უბრალოდ ბავშვები დაიშალნენ. ოთახში ავედი და გელოდებოდი. რომ აღარ შემოხვედი ავდექი და მე გამოვედი
-იცი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეყვარებული აღარ ხარ, მაინც ისეთივე ეჭვიანი ხარ? - ვკითხე ღიმილით. მაშინაც და ახლაც საშინლად მსიამოვნებს, როდესაც ეჭვიანობს ან ზრუნავს ჩემზე
-ეჭვიანი კი არა, მზრუნველი, ახლა კი დავაი შენ ოთახში! - ჩამეცინა და გამოვედი. დემეც გამომყვა და ხელგადახვეულმა გამატარა დერეფანი.

დილით
რომ გავიღვიძე ოთახში არავინ არ იყო. მხრები ავიჩეჩე და წამოვდექი, რა დროსაც საწოლის გვერძე ჩემი ჩემოდანი შევამჩნიე.როგორც ჩანს დემემ წამოიყოლა როცა წამოვიდა, ან კიდევ ნიკამ გამომატანა ისე, რომ არც მითხრა. რა მნიშვნელობა აქვს ახლა მისი დანახვა მაინც ძალიან გამიხარდა, რადგან უკვე ყველაფერი მეცვა, ჩემიც და დემეტრესიც. მოვწესრიგდი, ჩავიცვი👇

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon