*ნინა
გამთენიისას ჩამეძინა, ამიტომ ორი ხდებოდა, როდესაც გავიღვიძე. გუშინდელზე ჯერკიდევ ნერვებმოშლილი გავემზადე და სასაუზმოდ ჩავედი. თეთრი მოკლე ტოპი და მოკლევე ლურჯი შორტი მეცვა. დავინახე ჩემი ჩასვლისას ბიჭებს თვალები როგორ გაუფართოვდათ, მაგრამ არაფრის ხასიათზე არ ვიყავი.
-ზეინ, შენი გოგო მალე მოვა? მის გარეშე მოვიწყინეთ-ამოიოხრა ჰარიმ
-კიი, ალბათ მალე მოვა. დიდი ხანია არ მინახავს, მომენატრა და არ დაიგვიანებს
მათ სიტყვებზე უფრო გავცოფდი. კოვზი მაგიდაზე დავაგდე და სამზარეყლოდან გამოვვარდი. არავინ არ გამომყოლია, რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ მალევე ელემ ამომაკითხა.
-ჰეი
-ჰეი
-მოვიწყინე და ამოვედი. შეიძლება?
-კი რათქმაუნდა, მაგრამ ალბათ მალე ზეინის გოგო მოვა და გამხიარულდებით
-იცი? ის დიდად არ მომწონს
-მართლა?
-ხოო, რაღაცნაირი გოგოა
-ცუდად არ გამიგო. არ ვიცნობ და შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს გოგო უკვე არ მომწონს
-ხოო, რავიცი. შენ რას აკეთებ? - მიმანიშნა ჩემს ფანქრებზე
-ოუ,მეე... ვხატავდი და-ვუთხარი ცოტა დაბნეულმა
-ხატავ კიდეც? შეიძლება ვნახო?
-ხოო, რა თქმა უნდა-ბლოკნოტი სწრაფად გავუწოდე. ელე აღტაცებული ათვალიერებდა ჩემს ნამუშევრებს-ესე იგი შემოქმედებითი ნიჭიც გაქვს
-ხოო რავიცი ვცდილობ-თბილად გავუღიმე
-კიდე რითი ხარ გატაცებული?
-რავიცი. ვხატავ, გიტარაზე და ფორტეპიანოზე ვუკრავ, ვცეკვავ, ვცურავ, თხილამურებზე ვსრიალებ, ველოსიპედი, პარაშუტით ხტომა, ფეხბურთი, კალათბურთი, კარტი,სერფინგი, როლიკები, ციგურები, ცხენზე ჯირითი, სკეიტი, სნოუბორდი და კიდევ ბევრი რაღაც, რასაც ახლა ვერ ვიხსენებ. მათ თავს ერთად ვერასოდეს ვერ ვუყრი-ვუთხარი ღიმილით-ვაუ, ახლა ვხვდები რამდენი რამ არ ვიცი
-ხოო, ბავშვობიდან ყველაფერი მაინტერესებდა და მშობლებიც არ მეუბნებოდნენ უარს. მამა განსაკუთრებით. ერთი სიტყვა იყო საკმარისი და უკან არაფერზე იხევდა
YOU ARE READING
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Fanfictionნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...