-ბოდიში, თუ შენთვის ასე იყო- ვუთხარი და ოთახში ავედი. გულში მეცინებოდა, თურმე ბიჭისთვის ბევრს ნიშნავდა. არ უარვყოფ, რომ საშინლად ვისიამოვნე წინა ღამით, თუმცა მასზე ჯერკიდევ გაბრაზებული ვარ. მასზე და ლიამზე.
საღამოს სავახშმოდ დამიძახეს. წიგნი გადავდე და ჩავირბინე. ყველანი იქ ისხდნენ და მიირთმევდნენ
-ნინა შენ რა შიმშილობა გამოაცხადე? - მკითხა ელემ. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და წარბი ავუწიე-რაც აქ მოხვედი მას შემდეგ ნორმალურად არ გიჭამია. ხან ორი დღე არ ჭამ, ხან დღეში ერთხელ ან ორჯერ-ჩამეღიმა
-არ ინერვიულო, საქართველოში ყოფნისას სამი და ოთხი დღეც მიშიმშილია, ამიტომ თუ მახსენდება ჩამოვდივარ და ვჭამ- ვუთხარი ღიმილით-აი ძილის მხრივ კი დავისვენე. აქ შემიძლია ყოველ დღე დავიძინო
-აჰა, ანუ კიარ მოგიტაცეს კომფორტში გამყოფებენ-ჩაეცინა ელესაც
-ასეც შეიძლება ითქვას, თუ დალევის, გართობისა და ბიჭების დანაკლისს არ ჩავთვლით- ბოლოში მზაკვრულად ჩავიცინე და ზეინს დავაკვირდი. ყველამ ჩვეულებრივ განაგრძო ჭამა გარდა დემეტრესი, რომელმაც ეშმაკურად გამომხედა, და ზეინისა, რომელმაც კოვზი ხმაურიანად ჩააგდო ნიჟარაში და ნერვებმოშლილი სახლიდან გავარდა.
(ლუკას სკოლა)
მისმა საქციელმა ყველა გააოცა. მხოლოდ მე განვარძე ჭამა უდარდელად და გახალისებულმა.
ვახშმის შემდეგ ელეს ალაგებაში დავეხმარე და ოთახში დავბრუნდი. ექვსი ხდებოდა. ჯერ ძალიან ადრე იყო, ამიტომ ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და ბლოკნოტში ჩანახატების გაკეთება დავიწყე. მალევე მინას რამდენიმე წვიმის წვეთი ხმაურიანად მოეხეთქა. ამ ფაქტმა საშინლად გამახალისა და მალევე უკვე ძლიერი წვიმა დაიწყო. თავი მინას მივადე და ნაზი, ამავდროულად კი უხეში მელოდიის მოსმენა დავიწყე.
ВЫ ЧИТАЕТЕ
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Фанфикნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...