შეტევა?

1.3K 68 13
                                    

დემეს ჩვენი დანახვისთანავე ჩაეცინდა აჩვენსკენ დაიძრა. მე და ბეტის ხელი გადაგვხვია და ორივეს სათითაოდ გვაკოცა შუბლზე
-ჩემი ანგელოზები-ჩუმად ამოიჩურჩულა-მაგრამ ნინო ანგელოზს ცოტა უფრო მოკრძალებულად უნდა ჩაეცვა ბიჭების გარემოცვაში-ჩუმად გადმომჩურჩულა, როდესაც ორივე კარგად შეგვათვალიერა. გაკვირვებულმა გავხედე და სასწრაფოდ შევამოწმე ჩემი ტანსაცმელი. ახლა გასაგებია გამოცვლის მერე ზეინმა ასე რატომ შემომხედა. არც კი შემიმჩნევია, რომ თეთრ, ოდნავ გამჭვირვალე კომბინიზონზე შავი, საკმაოდ სექსუალური ლიფი მეცვა. ამის კომპლექსი არასოდეს მქონია, მაგრამ ზეინთან საქმე სხვაგვარადაა...

...

ხელები გადავიჯვარედინე და ვეცადე ჩემი ტანსაცმელი ზედმეტად შესამჩნევი და გამომწვევი აღარ ყოფილიყო. ცოტა ხანში ზეინი სიტყვის უთქმელად დაიძრა კაბინეტისკენ და შიგნით შევიდა. დანარჩენებმაც გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს, მხრები აიჩეჩეს და უკან გაჰყვნენ. დავრჩით მხოლოდ მე, დემე, ბეტი და ელე. ჩუმად ვიყავით და ხმას არცერთი არ ვიღებდით, სანამ დაახლოებით 10წუთში სიმშვიდე კაბინეტიდან გამოსულმა ხმამაღალი ლაპარაკის და მალე უკვე ყვირილის ხმამ არ დაგვირღვია

-ხოო, მაგრამ საად, სად შეიძლება იყოს სხვაგან. მითხარით, სხვას ვის ექნება, თუ არა მას. ვინ შეძლებდა მის ხელში ჩაგდებას და მიუხედავად ამისა სკოტს მაინც ჩვენზე აქვს ეჭვი! ჩვენს გარდა არავინ არ იცოდა იმ ფლეშკის შესახებ! - ნათლად გვესმოდა ზეინის ანერვიულებული ყვირილის ხმა.

რამდენჯერმე კიდევ წამოიყვირეს, შემდეგ კი ისევ გაჩუმდნენ.

როგორცკი ფლეშკა და სკოტი ახსენეს ჩემთვის მაშინვე ნათელი გახდა რაზე ნერვიულობდნენ. როგორც ჩანს სკოტმა ფლეშკის გაუჩინარება ახლაღა შენიშნა და ზეინი ამის გამო გავარდა დღეს დილით. სკოტს გონია, რომ ფლეშკა ამათ აქვთ. ახლა კი მართლა დიდ შარში ვარ!

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Where stories live. Discover now