-ისუნთქე საყვარელო, ისუნთქე
ჩურჩულებდა. ღრმად ვსუნთქავდი და ცრემლები მის მაისურს ასველებდნენ. სასწრაფოდ სამზარეულოში შემიყვანა და ჩამოსმა სცადა, თუმცა ეს საკმაოდ გაუჭირდება...
...
-საყვარელო, დამშვიდდი-მითხრა დემემ და ჩემი ბარის სკამზე დასმა კიდევ ერთხელ სცადა. ამჯერად გამოუვიდა, მაგრამ ხელებით მაინც კისერზე ვეხვეოდი. ნელა მომაშორებინა და თვალებში ჩამხედა
-ჰეი, ყველაფერი კარგად არის, წყნარად,-მითხრა და შუბლზე მაკოცა. სასწრაფოდ მომშორდა და რამდენიმე წამში წყლის ჭიქა მომაწოდა. გამოვართვი, მაგრამ ხელი ისე მიკანკალებდა, რომ ნახევარი ძირს დაიქცა. დემემ ამოიოხრა და უკან გამომართვა. ოთახი მოათვალიერა და უკან მდგომ ზეინს მიმართა, რომელიც აქამდე არც შემიმჩნევია
-ჰაერი სჭირდება! ძალიან ცოტა უკლია შეტევამდე! - მე კი ამ დროს სუნთქვის აღდგენას ვცდილობდი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ცოტა ხანში აივანზე ვიჯექი და დემეტრე მეხვეწებოდა, რომ წამალი დამელია. მლაშე სითხე კვლავ არ წყვეტდა ჩემს სახეზე ბოდიალს. დაახლოებით ხუთი წუთი მხოლოდ ის მესმოდა, თუ როგორ მთხოვდა დემე ღრმად სუნთქვას. მეც ვცდილობდი, რაც ძალი და ღონე მქონდა და ცოტა ხანში შევატყე, როგორ ვმშვიდდებოდი. დემემ კალთაში ჩამისვა და თმებზე მეფერებოდა, თან ჩუმად მამშვიდებდა. ჩემი მოშორება სცადა, რაზეც გაკვირვებულმა ავხედე
-ახლავე მოვალ, უბრალოდ წამალს მოგიტან, კარგი? გპირდები მალე დავბრუნდები- დამპირდა და ოთახში გაუჩინარდა. აივანზე მხოლოდ მე და ზეინი დავრჩით, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი თავი ამერიდებინა. მალე ისიც გავიდა, მე კი ვეცადე ცრემლები შემემშრალებინა და ამჯერად არა უშედეგოდ. წამალი დავლიე და ცოტა ხანში ძილი მომერია. დემეს არც ეს გამოჰპარვია, ხელში ამიყვანა, საწოლზე დამაწვინა, პლედი დამაფარა, უკნიდან მომეხვია და ტკბილად ჩამეძინა, მანამდე კი თბილი მკლავები და ჩუმი ჩურჩული მანებივრებდა. ნეტა ახლა ზეინი იყოს ჩემ გვერდ... დაიც რა? ეს მე არ ვარ! დარწმუნებული ვარ წამლის ზემოქმედების ბრალია! ხოო, აშკარად ასეა, აშკარად!..

YOU ARE READING
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Fanfictionნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...