2

1.9K 91 13
                                    

მანქანებში ჩაგვსვეს და ერთ დიდ სახლთან მიგვიყვანეს. ვერ ვიტყვი, რომ როგორც ძირითადად ხდება, ახლაც ბინძურ შენობასთან ვიყავით. ეს ძალიან თანამედროვე და კეთილმოწყობილი ჩანდა. გარედან მაინც. შესვლისთანავე კი მივხვდი რომ სადღაც ჯურღმულში არ ვიყავით. სახლი შიგნიდანაც ისეთივე მშვენიერი იყო, როგორიც გარედან. ცოტა ხანში სტაილსი შემოვიდა და ოთახებში გაგვანაწილა. მე მარტოს მომიწია ყოფნა, რაც ძალიან მახარებს. არ მაქ დეპრესიული ადამიანების თავი. მათგან განსხვავებით მე ისე ვიქცეოდი თითქოს ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში მოვხვდი.

საღამოს პირველ სართულზე ჩავედი. საბედნიეროდ სამზარეულოში ხილი ვიპოვე. კალათა ავიღე და მისაღებში ტელევიზორს ჩავუჯექი. რაღაც გადაცემას ვუყურებდი, როცა კარების ხმამ გამომაფხიზლა. უკან მივიხედე და სტაილსს წავაწყდი, თუმცა დიდი ყურადღება არ მიმიქცევია და ჩემი საქმე განვაგრძე.მოვიდა და გვერდით დამიჯდა

-არ გეტყობა,რომ ნერვიულობ
წარბაწევით გავხედე,თან ვაშლს დიდზე ვუკბიჩე
-უნდა ვნერვიულობდეე?
-მოიცადეე,დავფიქრდები...-ჩაფიქრებული გამომეტყველება მიიღო,შემდეგ კი მკაცრად თქვა-კი!

უნდა მეპასუხა,მაგრამ უცებ კარები შემოანგრიეს და ოთხი ბიჭი გიჟივით შემოვარდა.ჰარის გაეცინა და სათითაოდ გადაეხვია,მე კი ცოტახნიანი დაკვირვების შემდეგ გამახსენდა,რომ საქმეს სტაილსთან ერთად უძღვებოდნენ.ამის შემდეგ ყურადღება აღარ მიმიქცევია,თუმცა ცოტა ხანში ჩემსკენ მომართული ოთხი გაკვირვებული და დაინტერესებული,ხოლო ერთი მკაცრი და ცოტა გაბრაზებული მზერა შევამჩნიე,როდესაც ჰარიმ მკაცრად მითხრა:

-ოთახში ადი!
გავხედე.სხვა დროს ასე არ მოვიქცეოდი,თუმცა ახლა გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა,ამიტომ ავდექი,მაგიდაზე დადებულ ლეპტოპს ხელი დავავლე და კიბეებზე ასვლა დავიწყე,როცა უცებ ხმამაღალი და მკაცრი ხმა გავიგე:

oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული) Donde viven las historias. Descúbrelo ahora