ოთახში ერთ ადგილას ვიდექი. გონს ზეინის სიტყვებმა მომიყვანა
-შეგიძლია გამოიცვალო და დაწვე-თქვა და მაისური გადაიძრო. ჯანდაბა! საშინლად სექსუალური და დაკუნთული ტანი აქვს. უცებ გამომხედა და დამპლურად ჩაიცინა, მე კი მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ვაშტერდებოდი. ჯანდაბა! რა დებილი ვარ! თუმცა არაუშავს, მეც შემიძლია სამაგიეროს გადახდა.სარკესთან დავდექი და მაიკის გახდა ნელა და სექსუალურად დავიწყე. თან უკან ზეინს ვაკვირდებოდი და ვხედავდი, თუ როგორ აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი. ახლა შორტის გახდა დავიწყე და ამ ყველაფერში ისე გავერთე, რომ ვერცკი შევამჩნიე როდის დამიდგა ზეინი უკან.
ხელები მუცელზე შემომიცურა და საკუთარ სხეულს ძლიერად მიმაჯახა, რამაც ჩემი ჩუმი კვნესა გამოიწვია. თმები ცალ მხარზე გადამიტანა და ყელში ნაზად მაკოცა, თან ხელებით მუცელზე მეფერებოდა. მისკენ მიმატრიალა და თავი მომიახლოვა. თვალები დავხუჭე, გული უკვე ამოვარდნას მქონდა და უკვე უნდა ეკოცნა, როდესაც ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა
-პატარა გოგო თავისსავე მახეში გაება-ჩაიცინა-ასე ადვილად ვერ შემაბავ პატარავ-თვალი ჩამიკრა და კმაყოფილი ჩაწვა საწოლში, მე კი ცოტა ხანი გაშტერებული ვიდექი, შემდეგ კი გულში საკუთარი თავის ლანძღვა დავიწყე.
წყეულო არსებავ! ღმერთო ეს როგორ დამემართა, პირველად მოხდა, რომ ასე დამცინეს და დამამცირეს. გამწარებული სასწრაფოდ დავწექი და თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე.
მეორე დილით ზეინი საწოლში აღარ დამხვდა, რამაც ძალიან გამახარა. არ მინდოდა დღე ნეგატიური განწყობით დაწყებულიყო. სასწრაფოდ ჩავიცვი და გამოსვლას ვაპირებდი, როცა თეთრხალათიანი ზეინი შემოვიდა. ერთი დამცინავად შემათვალიერა და ჭიქით ხელში აივანზე გავიდა.
გამწარებული გამოვვარდი და ჩემი ოთახისკენ წავედი იმ იმედით რომ იქ დემე ან ბეტი მაინც დამხვდებოდა. სიხარულით ავივსე, როცა ჩემი იმედები გამართლდა. მათთან მივედი და გუშინდელი ამბები მოვუყევი. ცოტა მომეშვა, შემდეგ კი ბეტი შხაპის მისაღებად გავიდა. ცოტა გამიხარდა კიდეც, რომ მე და დემე მარტო დავრჩით. ცუდად არ გამიგოთ,ბეტი ძალიან მიყვარს, უბრალოდ არ არის ისეთი გახსნილი, როგორც მე და დემე ერთმანეთში.
ESTÁS LEYENDO
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Fanficნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...