7

481 77 18
                                    




ჯიმინი სასადილო ოთახში ჩუმად იხედება იმისთვის რომ დარწმუნდეს, ორი ქალბატონი მის გასვლას ვერ გაიგებს. სოფია მაგიდასთან მჯდარი ყვებოდა წიგნზე რომელიც ბოლოს წაიკითხა , ალიშა კი დრო და დრო ერთვებოდა საუბარში და არწმუნებდა, რომ წიგნის ეკრანიზაცია უკეთესი იყო.

იმით კმაყოფილი, რომ ვერ შეამჩნიეს გასასვლელი ჰოლის კედელს გაუყვა . ჩუმად გადაატრიალა კარის საკეტი და გარეთ გავიდა .

არ უნდოდა მათი შეწუხება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დეიდამისთან ერთად მთელი დღე აქეთ იქეთ დადიოდა . თუ რამეს იპოვნის, მას დაბრუნების შემდეგ შეატყობინებს .

უკანა ეზოსკენ აიღო გეზი .  ტანსაცმელს იხდიდა გზადაგზა, არ უნდოდა მათი განადგურება ტრანსფორმაციის დროს . შუა პროცესში შენიშნა როგორ უაახლოვდებოდა მონადირის სული .

- თუ არ შეწუხდები, შეგიძლია შებრუნდე ?

სული ცოტახნით კიდევ უყურებდა შემდეგ კი გვერდულად შებრუნდა და ხელი კვლავ ტყისკენ, გაურკვეველი მიმართულებით გაშალა .

როდესაც მთლიანად გაშიშვლდა, მხოლოდ ყელსაბამის ამარა დარჩენილი ისე სწრაფად ტრანსფორმირდა როგორც შეეძლო . სამწუხაროდ სავსე მთვარეობამდე კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი ამიტომ გარდაქმნას რამდენიმე წუთი დასჭირდა . რაც მეტად დიდი დრო იყო სავსე მთვარეობამდე, გარდაქმნა მით უფრო რთული ხდებოდა .

სულ მალე ნაცრისფერი მგელი იდგა, გაზონზე დაყრილი ტანსაცმლის გვერდით . რადგან მისი მგლის ფორმა 200 კილომდეც არ იყო , ის დიდი ზომის მგლად არ ითვლებოდა და ჩვეულებრივ ცხოველს წააგავდა .  ყელსაბამი რომელიც ეკეთა მას შიანაურ ცხოველს ამსგავსებდა, ამიტომ თავის რამდენიმე გაქნევით ბეწვი აიშალა და ყელზე შემორტყმული მატერია მთლიანად დაფარა. მორჩენის თანავე იმ მიმართულებით გაიქცა საითაც სული მიანიშნებდა .

ჯიმინმა კარგად იცოდა რომ ღამით ამის გაკეთება ზედმეტად სარისკო იყო , მაგრამ რაც მეტად ცდილობდა სულის იგნორირებას ის მეტად უახლოვდებოდა მას და თითქმის ეხებოდა კიდეც , რაც ჯიმინის სხეულში ცივ ტალღებს იწვევდა . ის ასე დაძინებას ვერასდროს მოახერხებს , ამიტომ გადაწყვიტა ამისთვის მიეხედა . მაგრამ სამწუხაროდ გარდაცვლილი მუნჯი აღმოჩნა , არ შეეძლო ბიჭის დაჟინებულ კითხვებზე პასუხის გაცემა .

Figure out [completed]Where stories live. Discover now