29

380 66 30
                                    




მიუხედავად მისი მცდელობისა , რომ რეაგირება არ მოეხდინა ალფის სიტყვებზე წარუმატებელი გამოდგა, რადგან მთლიანი სხეული გაუშეშდა . ეს ალფას შეუმჩნეველი არ დარჩენია , ჯიმინმა გააცნობიერა რომ ამ წამს თავი გასცა.

ლიამმა თვალი ჩაუკრა, როცა მიხვდა.

- მინდა რაღაც მნიშვნელოვანი გითხრა . ალფასთან კავშირი არ ნიშნავს რომ შენც ისეთივე უფლებამოსილება გაქვს როგორც მას . მეუღლის პასუხისმგებლობაა რომ მხარი დაუჭიროს პარტნიორს . ახლა, როდესაც მე ჩემი ეჭვები დავადასტურე , ვფიქრობ უკეთ მესმის  შენი ქცევები . მაგრამ გაფრთხილებ , ის რასაც შენ თვლი მართებულად , შეიძლება ყოველთვის არ იყოს სწორი გაადაწყვეტილება . ალფები განსხვავებულად უნდა მოიქცნენ , როდესაც ისინი ხელმძღვანელობენ და თუ საჭირო გახდება მსხვერპლიც უნდა გაიღონ .

ჯიმინმა ივარაუდა, რომ კაცი ჯონგუკის ძველ მსხვერპლებზე საუბრობდა , რომ მას უნდა დაევიწყებინა მათთვის ბოდიშის მოხდა და ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გაემახვილებინა . ან ის ცდილობდა ჯიმინი დაერწმუნებინა, რომ აღარ ეთქვა მისთვის რა უნდა გაეკეთებინა.

რაც არ უნდა ეთქვა , ჯიმინი დამორჩილებას არ აპირებდა . ჯონგუკი უკვე დიდი ბიჭია და შეუძლია გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს . ჯიმინი მუდმივად ცდილობდა ჯონგუკისთვის შეეხსენებინა ის სისულელები რასაც აკეთებდა და ახლა გაჩერებას ნამდვილად არ აპირებდა.

ლიამმა კარისკენ გაიშვირა ხელი თითქოს მის აზრებს მიხვდა .

- თავისუფალი ხარ .

ჯიმინმა ეს შესაძლებლობა მაშინვე გამოიყენა . მაშინ როდესაც ალფასა და მას შორის უკვე დიდი მანძილი იყო პანიკა დაეწყო .

ნუთუ ლიამი აპირებს ჯონგუკს უთხრას, რომ მისი მეწყვილე ჯიმინია ?

ეს უფრო სავარაუდო იყო , მაგრამ "მოღალატეს" სხვა არაფერი შეეძლო გარდა ლოდინისა .

Figure out [completed]Donde viven las historias. Descúbrelo ahora