22

469 70 44
                                    




         8 წლის წინ

სკოლის შემდეგ ჯიმინი მოუთმენლად ელოდა  დარჩენილი დღის   გატარებას არაფრის კეთებაში . ეს იყო ერთ -ერთი იშვიათი დღე იმ დღეებს შორის როცა სულები არ ხვდებოდნენ, არც ადგილობრივი პოლტერგეისტი არ აწუხებდა , მთელი დღე შეეძლო ის ეკეთებინა რასაც მოისურვებდა .

როცა სახლში მიდიოდა მოულოდნელად უცნობის ხელმა ჩანთის თასმა გამოგლიჯა , ისეთი ძალით რომ ჯიმინი ბოლომდე შეტრიალდა სხეულით .

- და, რას ფიქრობ სად მიდიხარ ?

დამცინავად კითხა ლუკასმა , მისმა ერთ -ერთმა მტერმა სკოლიდან . მათ ერთმანეთის საწინააღმდეგო პირადი არაფერი ჰქონდათ . საქმე ის იყო რომ , ლუკას  მოსწონდა დროის ჯონგუკთან გატარება და რადგან ჯონგუკს ჯიმინის წვალება მოსწონდა , ანუ მასაც .

დაბნეულმა , ჯიმინმა გარშემო მიმოიხედა და კუთხესთან კიდევ რამოდენიმე ბავშვი შენიშნა . რადგან მისი დაბნეულობა შენიშნა , ლუკასმა გადაწყვიტა სუსტი ბავშვისთვის დაერტყა . საბედნიეროდ ჯიმინმა შეძლო თავის შეკავება , სანამ ტროტუარზე დაეცემოდა , მაგრამ მაშინ როცა წონასწორობა აღიდგინა ჯონგუკიც გამოჩნდა .

როგორც ირემი ფარების წინ, ჯიმინი უყურებდა როგორ უახლოვდებოდა მომავალი ალფა მას ამრეზით .

- ფიქრობდი რომ სასაცილო იყო ის რაც გააკეთე ? იმდენი ხალხის თვალწინ  დამაიგნორე ?

ჯიმინის გონება სწრაფად მუშაობდა, იმის გასაგებად თუ რას გულისხმობდა ბიჭი .  არ ახსოვდა , რომ მთელი დღის განმავლობაში მჩაგვრელთან რაიმე კონტაქტი ჰქონიყო .

- ჰეი ! თქვი რამე შიზო ! ( გარტყმაში არ ვარ რაა შიზო )

ჯონგუკმა ჯიმინს მკერდზე თითი მიაჭირა .

- იცი როგორი სამარცხვინო იყო ეს სისულელე? შენ მხოლოდ ის უნდა აგეღო!

ამ ბოლო წინადადებამ მის მეხსიერებაში გარკვეული ფრაგმენტი გაცოცხლა . გაკვეთილის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ყველა უნდა დასწრებოდა . დასასრულს , ზოგიერთ მოსწავლეს ნაადრევად გასვლის უფლება მიეცა . რადგან ჯიმინს ხალხთან ურთიერთობა არ სიამოვნებდა , ის იყო ერთ -ერთი პირველი , ვინც დატოვა შეხვედრა . სანამ აუდიტორიის კართან მივიდოდა , ხელკეტი იატაკზე ჩამოცურდა და მის ფეხებთნ გაჩერდა . ჯიმინმა ძლივს შენიშნა მაგრამ არ აინტერესებდა , საიდან გაჩნდა. გაიგო ვიღაცის ნათქვამი " მომიტანე " მაგრამ სხვა მოსწავლეების ხმაურში ვერ იცნო ვისი ხმა იყო და არც ჩათვალა რომ ეს წინადადება მისი მისამართით იყო ნათქვამი . ამიტომ იმის ნაცვლად რომ აეღო და პატრონის მოძებნა ეცადა უბრალოდ ყურაადღება არ მიაქცია და წავიდა.

Figure out [completed]Onde histórias criam vida. Descubra agora