10

601 74 33
                                        

ეს ნამდვილად არ იყო იდეალური სიტუაცია მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა . ლიამმა გადაწყვიტა, რომ ორივე დაესაჯა . ჯონგუკი იმისთვის, რომ არასდროს უღიარებია სკოლაში მომხდარი აი ჯიმინი კი ხროვის წესების დარღვევისთვის და უფლების გარეშე გადაადგილებისთვის . ალფა მიიჩნევდა რომ ორივეს ერთ დროულად დასჯა ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო .

ჯონგუკის ოთახში მდგარი,  ხელში პლედით უყურებდა როგორ ეძებდა ალფა  ტანსაცმელს . ხროვაში არსებობდა წესი, როდესაც მომავალ ალფას აარჩევდა უმაღლესი ალფა ის ოჯახიდან მოჰყავდათ , უწევდა მოქმედი ალფის გვერდით ყოფნა რაც კარგად ხსნიდა იმ ფაქტს, რომ ჯონგუკს ლიამის სახლში საკუთარი ოთახი ჰქონდა . სხვა შემთხვევაში ხროვაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო ხროვის წევრების ერთად ცხოვრება .

- აიღე .

ჯონგუკმა საღამურები გაუწოდა ჯიმინს .

თვალი მოაშორა და ტანსაცმელი გამოართვა.

სწრაფად გამოეწყო ოვერსაიზ საღამურებში და ჯონგუკისკენ შეტრიალდა , ეს უკანასკნელი კი დამცინავად უყურებდა შარვლის წელს რომელიც ჯიმინს ხელით ეკავა , წუთიერი დუმილის შემდეგ ჯონგუკმა ქამარიც გაუწოდა რითაც საბოოლოოდ ბედნიერი ჯიმინი მისკენ შებრუნდა.

- და ახლა რა ?

-Საწოლი.

ყველაფერი ნათქვამი იყო როდესაც ალფამ სათადარიგო ბალიში და პლედი გადააგდო იატაკზე

ჯიმინი გაღიზიანებული უყურებდა ქსოვილის გროვას. ის
დივანს მაინც ამჯობინებდა.

ძალიან დაღლილი იყო სათანადო საჩივრის გამოთქმისთვის, დაეცა და თავი კომფორტულად მოაწყო. ლიამმა უკვე დაურეკა სოფიას , რომ ეცნობებინა სად იყო და რა უბედურება დაატყდა თავს, რაც კარგიც იყო და ცუდიც . ამით სოფიას აღარ მოუწევდა ფიქრი ჯიმინის მოულოდნელი გაქრობის გამო . ალბათ დეიდა მოკლავს ამის გამო , რომ გაიქცა ისე რომ არ შეატყობინა .

Figure out [completed]Where stories live. Discover now