ბიჭებისთვის ახალი ამბის თქმით ჯიმინი აღფრთოვანებული ნამდვლად არ იყო.სიმართლე რომ ითქვას , თუ გარეტს რაიმე კავშირი ჰქონდა ალფის სიკვდილთან , მაშინ ეს არც ისე რთული იქნებოდა მისთვის . მაგრამ ჯონგუკისთვის...
ამოიოხრა , იცოდა , რომ მიუხედავად მათი ბოლო დროინდელი დაპირისპირებისა , ჯონგუკი ლიამს მამად თვლიდა.
"მოღალატე" აღელვებულ იდგა მათ უკან და ელოდება მომენტს, რომ შეემჩნიათ. როდესაც ეს მოხდა , ისინი გაოგნდნენ ჯიმინის უჩვეულო სიჩუმით .
- რა ხდება ?
ჰკითხა ჯონგუკმა .
როგორ კი ჯიმინმა პირი გააღო სათქმელად , განყოფილების კარი გაიღო და დაღლილი ოფიცერი შემოვარდა . უნიფორმის იღლიის ქვეშ ოფლის ლაქები ჰქონდა და ისე გამოიყურებოდა , თითქოს მარათონიდან დაბრუნდა.
- რა მოხდა ?
გარეტი წინ წავიდა და მამაკაცს უკან წასვლისგან ხელი შეუშალა.
ოფიცერმა ბიჭებსა და კარს შორის გაიხედა, აშკარად ჩქარობდა , მაგრამ არა იმდენად , რომ მათი უგულებელყოფა გაებედა . ჯონგუკმა მამაკაცს მხოლოდ ერთი წუთით ყოყმანის უფლება მისცა , სანამ მოუთმენლობა არ დაეტყო.
- როი !
ჯონგუკმა ოფიცრის ყურადღება მიიპყრო და მანაც თავი დაუქნია მორჩილად.
- ტბაში გვამი ვიპოვეთ.
როგორც კი ეს სიტყვები გაისმა ორივე მამაკაცი დაიძაბა . ამასობაში ჯიმინი არც კი შემცბარა, რადგან მან უკვე იცოდა ვინ იყო სავარაუდოდ . ფაქტობრივად , ეს გარკვეულწილად შვება იყო, რადგან მას აღარ ეკისრებოდა სიმართლის თქმის ტვირთი .
- როდის ?
სასწრაფოდ იკითხა ჯონგუკმა .
- დაახლოებით ოცი წუთის წინ .
კაცმა ამოისუნზთქა და სევდიანად შეხედა გარეტს .
- ეს .. ეს ალფა ლიამია .
![](https://img.wattpad.com/cover/250153905-288-k50846.jpg)
YOU ARE READING
Figure out [completed]
Fanfictionჯიმინი არის მარტოხელა მაქცია რომელსაც აქვს ნიჭი დაინახოს გარდაცვლილი ადამიანები ... ერთი ზარის შემდეგ მას უწევს დაბრუნება ძველ ხროვაში, სადაც ხროვის ბავშვები მისტიურად უჩინარდებიან. ამ საქმის გამოძიება კი უწევს ძველ მტერთან რომელიც ხროვის მომავალი ა...