-თავს Როგორ გრძნობ ?
-კარგად ვარ.
ჯიმინმა უხერხულად აიჩეჩა მხრები.
ჯონგუკი შეშფოთებული განაგრძობდა დივანთან დგომას. ამას წინა ღამიდან აკეთებდა.
გაირკვა, რომ ბეტმა საკმაოდ ღრმა ჭრილობა მიიღო , როდესაც ფეხი ჟანგიან სახურავში ჩაუვარდა , ამიტომ ნაკერი უნდა დაედო და ახლა კენისთან ერთად სამსახურიდან განთავისუფლებული იყო, რომელიც უიმედოდ ელოდა ქალიშვილის გაღვიძებას.
უამრავი პოლიციელი ადევნებდა თვალს საავადმყოფოს, ვინაიდან ჰოლი გამოძიების მთავარი მოწმე იყო, ამიტომ, როგორც კი გაიღვიძებდა, იმედოვნებდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უპასუხებდა კითხვას თუ ვის მიჰყავდა ბავშვები.
რაც შეეხება გარიტს, ის რამდენიმე საათის წინ შეხვდა ეგზორცისტს და თან ახლდა ბიჭს, რომ ჯარედი ეპოვნათ და განედევნათ . ამის გამო ჯიმინი სახლში მარტო დარჩა ჯონგუკთან და მერიამთან ერთად. თუმცა მერიემი ისევ ბაღში იმალებოდა, რომ მარტო ყოფილიყო მწუხარებისას . მალე მას უნდა დაეწყო ნივთების გადატანა, რათა ჯონგუკს შეეძლებოდა სახლის მიღება , მიუხედავად იმისა, რომ ბიჭმა მანამდე უთხრა, რომ შეეძლო იქამდე დარჩენა მანამ, სანამ საჭირო იქნებოდა.
-ჩაის მოგიმზადებ.
ჯონგუკმა თქვა და სასწრაფოდ გავიდა სამზარეულოში ისე, რომ ჯიმინი იძულებული გახდა დათანხმებოდა .
ბიჭმა უარი თქვა"მოღალატის" დატოვებაზე მას შემდეგ, რაც მათ ჰოლი გადაარჩინეს. ერთი-ორჯერ სცადა მათი ადრეული საუბრის გახსენებაც, მაგრამ ჯიმინმა ყოველ ჯერზე შეძლო საუბრის შეცვლა , ძირითადად იმიტომ, რომ უხერხულად გრძნობდა თავს ამაზე ლაპარაკისას.
ჯონგუკი ნამდვილად აღარ იყო ის მოძალადე, რომელსაც ჯიმინი პატარაობაში იცნობდა , მაგრამ " მოღალატე" მაინც არ იყო კმაყოფილი იმ გრძნობებით , რომელსაც მასში ჯონგუკი იწვევდა . სურდა ეს ყველაფერი კავშირისთვის დაებრალებინა , მაგრამ ყელსაბამის წყალობით მან იცოდა ,რომ ეს არ იყო მიზეზი.

KAMU SEDANG MEMBACA
Figure out [completed]
Fiksi Penggemarჯიმინი არის მარტოხელა მაქცია რომელსაც აქვს ნიჭი დაინახოს გარდაცვლილი ადამიანები ... ერთი ზარის შემდეგ მას უწევს დაბრუნება ძველ ხროვაში, სადაც ხროვის ბავშვები მისტიურად უჩინარდებიან. ამ საქმის გამოძიება კი უწევს ძველ მტერთან რომელიც ხროვის მომავალი ა...