41

754 72 84
                                        




ჯიმინმა სიცივე იგრძნო,  რომელმაც მთელ სხეულში დაუარა.  გაკვირვებულმა ღრმად ამოისუნთქა, რადგან მთლიანი სხეული ბუმბულივით მსუბუქი გაუხდა . სამყაროს ფერებმა ცვენა დაიწყო , ნაცრისფერი შეიცვალა , რადგან ეთერულმა ბზინვარებამ შეაღწია მის ხედვაში .

არ იცოდა რა ხდებოდა , მაგრამ რადმენიმე წამში რაც გაიაზრა იყო ის, რომ სამი იყო , მეორე წამს კი გაიაზრა,  რომ მოჩვენებებით იყო გარშემორტყმული, რომლებიც კიდევ სხვა მოჩვენებებსაც იძახებდნენ . რამდენიმე მათგანი ნაცნობი მოჩვენება იყო , მაგალითად კაცი რომელიც სკოლას დარაჯობდა და მოხუცი ქალი პარკიდან . ფაქტობრივად , ჯიმინმა ყველა მოჩვენება გამოიძახა კილომეტრის რადიუსში და თითოეული მათგანი მერიამზე იყო ორიენტირებული  . ჯონგუკიც და მერიამიც გაკვირვებულები იყურებოდნენ გარშემო , ჯიმინს წამი დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ ის არ იყო ერთადერთი ვინც მათ ხედავდა .

მოზღვავებული ადრენალინით წინ წავიდა  და ყველა მოჩვენებამ იგივე გააკეთა , ყველა მერიამისკენ იყურებოდა.

პანიკაში ჩავარდნილმა ქალმა იარაღი ახლა მოჩვენებებისკენ მიატრიალა .

- უკან დაიხიეთ ! უკან დაიხიეთ ახლავე !

ყვიროდა . მაგრამ მაშინვე გაქვავდა როდესაც ნაცნობი სახე შენიშნა .

ეს სული ახალგაზრდა კარგად ჩაცმული მამაკაცის იყო , მისი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ მანაც იცნო მერიამი .

ქალს სუნთქვა შეეკრა, მამაკაცის მოჩვენება კი მას იმედგაცრუებული სახით უყურებდა . იარაღი ხმამაღალი ტირილის ფონზე დაუშვა , რითიც ჯონგუკმა ისარგებლა და მყისიერად მოახდინა რეაგირება , მივარდა და ქალი კლანჭებით განაიარაღა .

მერიამმა კიდევ სცადა გაქცევა მაგრამ ყველა მოჩვენება მისკენ დაიძრა . ყველა მათგანი მის სხეულს ეხებოდა, შეხებისას კი უჩინარდებოდნენ . როდესაც უკანასკნელი მოჩვენებაც გაქრა მერიამი მუხლებზე დაეცა გაოგნებული, ჯონგუკი კი მასთან ახლოს დარჩა რათა დარწმუნებულიყო, რომ გაქცევას აღარ ეცდებოდა.

Figure out [completed]Where stories live. Discover now