32

585 64 72
                                    




რადგან ლიამი ჯერ კიდევ არსად ჩანდა,  ჯონგუკმა ჯიმინი და გარეტი წაიყვანა სადგურზე.

მოსცდელ ოთახში, კენი შენიშნეს, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად იყო, შორტებში და ამოჭრილ მაიკაში გამოწყოილი ნერვიულად კუჭავდა ხელსახოცს .

პოლიციამ გამოიკითხა ყველას ადგილსამყოფელი , ჯიმინი, ჯონგუკი, გარეტი და მერი დაუყოვნებლივ გაანთავისუფლეს, რადგან ჰოლის დაკარგვის დროს ისინი სახლში ერთად იმყოფებოდნენ, ერთადერთი ვისი ადგილ სამყოფელიც ამ დრომდე უცნობი იყო ლიამი იყო.

პოლიციის ორმა ოფიცერმა ერთამნეთს გადახედა, როდესავ ვერავინ უპასუხა კითხვაზე სად იყო ლიამი. ჯიმინს ეჭვები უფრო გაუძლიერდა და რადგან ის არ იყო ხროვის წევრი გადაწყვიტა ამაზე თავად ესაუბრა.

- ყველა აქ მყოფს ეშინია თითის გაშვერის ? რადგან ჩემ ყველა თითს ლიამისკენ ვიშვერ.

თავი ასწია და ყველას ყურადღება მიიპყრო.

ერთ ერთმა პოლიციის ოფიცერმა ჯიმინს ისე შეხედა თითქოს ზედმეტი მკლავი გამოეზარდა .

-მაგით რის თქმას ცდილობ ?

- მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ კაცი საეჭვოდ იქცევა . ვგულისხმობ, რას მიაღწია მან ამ გამოძიებაში ? მან სამძებრო სამუშაოებიც კი შეწყვიტა ! რომ აღარაფერი ვთქვათ მის მისტკურ "ლიდერობაზე" ამ საქმეში, რის შესახებაც არავის აქვს ინფორმაცია.

- მოკეტე!

კენი უკანა ოთახიდან გამოვარდა.

- არ გაბედო რაიმე მსგავსის თქმა ჩვენს ალფაზე ! მე ვიცნობ ლიამს და ვიცი, რომ ის არ ავნებდა ჰოლის!

- როგორც ადრე ფიქრობდი რომ ჯონგუკი ვერ ავნებდა ხროვის წევრებს ?

- თემას ნუ ცვლი !

ყველა გაჩუმდა, გარეტმა ჯიმინს ხელი მხარზე დაადო, რომ შეეჩერებინა . ოთახში თითქოს აფეთქება მოხდაო, კენის მეუღლე სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და მხარზე მოეფერა.

Figure out [completed]Where stories live. Discover now