სააბაზანოდან დაბრუნებულს მაშინვე ხელი მოკიდეს და კარიდან გაიყვანეს.
-ჩვენ კარგად უნდა გამოვიდეთ.
გასვლისთანავე ბეტი მთავარი შესასვლელისკენ დაიძრა.
-ერთ საათში სამუშაო მაქვს .
-მეც.
კენიც შეუერთდა.
ჯონგუკმა სწრაფად გაიღიმა.
-კარგი, მოგვიანებით გნახავთ !
მან ხელი აიქნია, შემდეგ კი შუბლშეკრული მიუბრუნდა მრისხანე პატარა მოძალადეს. ჯონგუკმა ხელი ჩაავლო და სასადილო ოთახისკენ გაათრია .
როგორც კი სასადილო ოთახში შევიდნენ, ჯიმინმა ქალი შენიშნა.ქალი რომელიც წინა საღამოს ნახა . ის იყო გამხდარი და ფერმკრთალი, თაგვის ყავისფერი თმა ისევ შეკრული, კოსად ჰქონდა აწეული. მას ლურჯი ფერის პერანგი ეცვა და ალფა ლიამის გვერდით იჯდა, რომელიც გაზეთს ყურადღებით კითხულობდა . მაგიდასთან მესამე კაცი იმყოფებოდა, რომელიც ძალიან ჰგავდა ქალს, მაგრამ ოდნავ მოხრილი.
ჯონგუკმა სასწრაფოდ გაუშვა ჯიმინს ხელი , რამაც მას შემზარავი იდეა მიაწოდა .
ჯიმინი დრამატულად ეშვება იატაკზე დაფენილი ხალიჩისკენ და სახით ენარცხება , შემზარავი ყვირილის ხმაზე მაგიდასთან მსხდომები მისკენ იყურებიან .
- შეწყვიტე ხელის კვრა.
იყვირა ჯიმინმა .
- ჯონგუკ !
მკაცრად დაუყვირა ლიამმა თავის პროტეჟეს.
ჯონგუკმა გაოცებისგან ყბა დააღო , თვალები ხან ლიამისკენ ხანაც იატაკზე გართხმული ჯიმინისკენ გადაჰქონდა და პასუხს ეძებდა.
- ეს მე არ გამიკეთებია !
ჯიმინი ფეხზე წამოდგა მზერა გაუსწორა მამაკაცს და მაგიდასთან ყველაზე შორს მდგომი სკამი იპოვა . ეს ნაბიჭვარი ფიქრობდა რომ ყველას ზურგს უკან დაამცირებდა , მაგრამ არ ელოდა ჯიმინისგან სამაგიეროს მაშინ, როდესაც ამდენი მაყურებელი ყავდათ.
![](https://img.wattpad.com/cover/250153905-288-k50846.jpg)
DU LIEST GERADE
Figure out [completed]
Fanfictionჯიმინი არის მარტოხელა მაქცია რომელსაც აქვს ნიჭი დაინახოს გარდაცვლილი ადამიანები ... ერთი ზარის შემდეგ მას უწევს დაბრუნება ძველ ხროვაში, სადაც ხროვის ბავშვები მისტიურად უჩინარდებიან. ამ საქმის გამოძიება კი უწევს ძველ მტერთან რომელიც ხროვის მომავალი ა...