27

523 67 54
                                    

-ეს მისი ქალიშვილია?!

იკითხა ჯიმინმა , გაოგნებული იყო ახალი ამბით. უფრო დაკვირვებით დაუწყო გოგონას ყურება როდესაც ოჯახური მსგავსების პოვნას ცდილობდა . ამას ის ფაქტი უფრო ართულებდა რომ გოგონა სხვა მიმართულებით იყურებოდა .

- მაგრამ, მოიცადე, ეს შეუძლებელია . გოგონა რომელიც მე დავინახე ნამდვილად მოჩვენება იყო...

- იქნებ სხვა მოჩვენება უბრალოდ ჰგავდა მას ?

ჰკითხა ჯონგუკმა.

ჯიმინმა თავი დაუქნია და ამ შესაძლებლობაზე დაფიქრდა, მაგრამ რთული იყო იმ დამთხვევების უარყოფა რომლებიც შემთხვევითობას სცდებოდა , რადგან მისი თმა და ტანსაცმელი ზუსტად ერთნაირი იყო.

-იქნებ მას რამე დაემართა ამ დილით ? რამე შოკისმომგვრელი რაც მის უსხეულო მდგომარეობას გამოიწვევდა ?

- თითქოს რამდენიმე წუთით მოკვდა?

ჯონგკა შეშფოთებულმა იკითხა და ტელეფონი ამოიღო.

- მე ვკითხავ , მაგრამ დარწმუნებული ვარ კენი მეტყოდა რამე მსგავსი რომ მომხდარიყო.

"მოღალატე" მოთმინებით ელოდა , როცა ალფა ბეტას ნომერს კრეფდა . ჯონგუკი ოდნავ მოშორებით გავიდა რათა თავის ბეტასთან პირადი საუბარი ჰქონოდა. ჯიმინის თვალები ისევ პოლის უყურებდნენ , რადგან ფიქრობდა რომ ის ისევ გაქრებოდა , როგორც ადრე. რამდენიმე წუთის შემდეგ ჯონგუკი თავის ქნევით დაბრუნდა.

- არაფერი, მან თქვა რომ დღეს დილით ყველაფერი კარგად იყო.

ამან ჯიმინი კიდევ უფრო დააბნია .

- შეხედე.

ამოიოხრა ჯონგუკმა .

- როგორც ვხვდები სხვა თვითმხილველებიც შეიძლება გვყავდეს , მოდი სხვა ადგილი ვცადოთ ,კარგი?

ჯიმინმა რომელსაც სხვა უკეთესი იდეა არ ჰქონდა მხრები თანხმობის ნიშნად აიჩეჩა და პროფესორის მოჩვენებას დაემშვიდობა . ნება დართო ალფას ახლო მდებარე უბანში წაეყვანა , სადაც სხვა მსხვერპლი გაუჩინარდა. მანქანა ტროტუართან გააჩერეს და ბლოკის შემოვლა დაიწყეს იმ იმედით რომ სხვა სამყაროს მოწმეს შეამჩნევდნენ.

Figure out [completed]Where stories live. Discover now