38

546 67 132
                                    




მერი ტარებას განაგრძობდა მაშინ, როდესაც ჯიმინი ტელეფონის ჯიბიდან ამოღებას ცდილობდა, უნდოდა პოლიციას დაკავშირებოდა მაგრამ მოულოდნელმა მოხვევამ კარს მიაჯახა და ტელეფნი სკამსა და კარს შორის ჩაუვარდა .

სცადა ამოღება მაგრამ ხელი არ ეტეოდა .

- ტყუილად ცდილობ .

მერიმ ხმა მაშინ ამოიღო, როდესაც კიდევ ერთ შესახვევში შევიდნენ, პარკ ვუდი დატოვეს და ტყეში შევიდნენ ..

- აქ ტელეფონი არ იჭერს, ასე რომ, რომც დარეკო ვერავის დაუკავშირდები .

ჯიმინი მგზავრის ადგილას იჯდა და ნერვიულად იყურებოდა გარეთ .

- ეს ადრეც გაგიკეთებია .....

მანქანა ძველ იამკიან გზას მიუყვებოდა , გზა იმდენად ვიწრო იყო, რომ მხოლოდ ერთ მანქანას შეეძლო გავლა , ხოლო ხეები , რომლებიც მის გვერდით იყო იმდენად მაღალი და დაბურული იყო, რომ მთლიანად ფარავდა ცას .

ქალმა მანქანა ოდნავ შეანელა.

- ერთხელ ან ორჯერ .

- და გარეტზე რას იტყვი ?

ჰკითხა, ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა .

- აქ აპირებს შეხვედრას ?

მერიამმა მხიარული ღიმილით გააქნია თავი .

- საყვარელო, გარეტს წარმოდგენა არ აქვს .

- ანუ ის ამაში არ გეხმარება ?

- და რას გულისხმობ "ამაში"?

მიხვდა, რომ ეთამაშებოდა , სავარაუდოდ დროის გაყვანას ცდილობდა იქამდე, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდნენ . მაშინ ის ყველაფერს მაგიდაზე დაალაგებდა და ამას დაასრულებდა.

- მხედველობაში გატაცებები მაქვს , სოფიას და ლიამის შემთხვევებიც.

შენიშნა როგორ შეეცვალა ქალს სახე ალფას ხსენებაზე, ამიტომ ამით დაწყება არჩია.

- როგორ შეძელი საკუთარი მეუღლის მოკვლა ?

მძიმედ ამოისუნთქა თითქოს ამის მოყოლა მისთვის დიდი ტვირთი იყო.

Figure out [completed]Where stories live. Discover now