42

646 70 57
                                    




ჯიმინი აღელვებული იჯდა  სასადილო მაგიდასთან თავისი ნივთებით . დრო და დრო ფიქრობდა ხო არ შეემოწმებინა ალფა , მაგრამ თავს აიძულა დარჩენილიყო იქ სადაც იყო იქამდე სანამ სწორ სიტყვებს არ იპოვიდა.

"ჩემთან ერთად წამოდი..."

გულ მკერდში ძლიერ ტკივილს გრძნობდა, როდესაც ჯონგუკის შესაძლო რეაქციას წარმოიდგენდა .

არ ფიქრობდა, რომ ისინი ერთმანეთს იმდენად კარგად იცნობდნენ, რომ ერთად გაქცელიყვნენ , მაგრამ არ შეეძლო არ ეფიქრა იმაზე თუ ეს რამდენად კარგი განვითარება იქნებოდა.

მაგრამ მისმა ლოგიკურმა მხარემ უთხრა, რომ მამაკაცი ამაზე არ დათანხმდებოდა. ჯონგუკი სპეციალუად აღზარდეს პარკვუდის ალფად და რა თქმა უნდა ის გაქცევაზე უარს იტყოდა . გარდა ამისა ისინი დიდი ხნის დაკავშირებულებიც კი არ იყვნენ . იცოდა, რომ ამაზე ფიქრით მოვლენებს წინ უსწრებდა მაგრაამ მაინც სასიამოვნოდ ეჩვენებოდა ამაზე ფიქრი.

საბოლოო ჯამში ყველაზე სწორი იქნებოდა თუ მხოლოდ ის წავიდოდა .

ყველაფრის შემდეგ რაც ერთად გამოიარეს ჯიმინმა გულის სიღრმეში კარგად იცოდა, რომ არ სურდა ჯონგუკის დატოვება , მაგრამ არ ენდობოდა საკუთარ თავს , რომ შეძლებდა დახმარებას ხროვის მართვაში , რომელიც სრულებით არ ადარდებდა . ქალაქთან კონტაქტის გარეშე კი სწრაფად მიიღებდა გადაწყვეტილებას .

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

გაიგონა გაბრაზებული ალფის ხმა, რომელიც სასადილოში მხოლოდ ქვედა საღამურის ამარა შევიდა.

"არაფერია"

გაიფიქრა მოღალატემ სანამ ღრმად ამოისუნთქავდა და ხმას ამოიღებდა.

- უნდა ვისაუბროთ .

- რამე მოხდა ?

ჯიმინი ცდილობდა სიტყვებისთვის თავის მოყრას მაგრამ, რამდენჯერაც არ უნდა გაევლო თავში სწორად მაინც არცერთხელ ჟღერდა..

Figure out [completed]Where stories live. Discover now