ლიამს ჩვეული უემოციო სახე ჰქონდა , ჯიმინის პირდაპირ იჯდა . მერი უკანა ბაღში იყო, გარეტი სამსახურში ,ჯონგუკს კი უთხრეს ოთახი დაეტოვებინა რომ ალფას და ჯიმინს ცალკე შესძლებოდათ საუბარი .ეს გარდაუვალი იყო . მხოლოდ გუშინ ჯიმინმა ლიამის მემკვიდრე შოკში ჩააგდო, მისი შვილი გათიშა , თვითონ ლიამს კი დაამსწრეების წინ ენა შეუბრუნა . ჯიმინს წინ დიდი ლექცია ელოდა .
- ერთ რამეს გარკვევით გეტყვი .
ლიამის ხმა ყინულივით ცივი იყო.
- ვერავინ ბედავს ჩემთან ასე საუბარს . ხომ ხვდები ?
- ვერა .
ჯიმინმა ზედმეტი თავდაჯერებით უპასუხა . ალფამ წარბები შეკრა მსგავს პასუხზე .
- მგონი ჯერ კიდევ ვერ ხვდები ვინაა აქ მთავარი.
- რთულია როდესაც მთავარი ისე არ იქცევა როგორც საჭიროა .
ჰაერი მოულოდნელად დამძიმდა , ყელსაბამმა ვიბრირება დაიწყო ცდილობდა უკუ ეგდო ალფის სიძლიერე .
- შენ არ გაქვს უფლება მსგავსი ტონით მესაუბრო . ეს ჩემი ხროვაა და არ ვაპირებ მსგავსი დაუმორჩილებლობის მოთმენას . თუ გააგრძელებ ჩემ უპატივცემულობას , მე არა მხოლოდ შეგზღუდავ , არამედ მაგ ყელსაბამსაც გავანადგურებ , რადგან დარწმუნებული ვარ ესაა შენი ამპარტავნობის მთავარი წყარო.
ჯიმინის ხელი მაშინვე ყელსაბამს შემოეხვია , შეეშინდა იმის თუ რა მოხდებოდა ალფა თუ მართლა გაანადგურებდა მას .
უნდოდა ეყვირა , უნდოდა ეთქვა რომ ის მისი ალფა არ იყო, მაგრამ რეალობა სხვა იყო , ლიამს ჰქონდა დიდი ძალაუფლება ხროვაში ეს ჯიმინს მოსწონდა თუ არა . დროებით მოუწევს ფარ ხმალის დაყრა .
წარბებ შეკრულმა თავი მორჩილების გამოსახატად დახარა , მიხვდა თავს ადგილს , მაგრამ მხოლოდ წამით . გამოძიება დასრულდება თუ არა ჯიმინი გეგმავს საფუძვლიანი მიზეზის გაჩენას რომ ალფამ სამუდამოდ აკრძალოს მისი შესვლა ხროვის ტერიტორიაზე მაგრამ ამას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს რაც ბავშვებს იპოვის .
YOU ARE READING
Figure out [completed]
Fanfictionჯიმინი არის მარტოხელა მაქცია რომელსაც აქვს ნიჭი დაინახოს გარდაცვლილი ადამიანები ... ერთი ზარის შემდეგ მას უწევს დაბრუნება ძველ ხროვაში, სადაც ხროვის ბავშვები მისტიურად უჩინარდებიან. ამ საქმის გამოძიება კი უწევს ძველ მტერთან რომელიც ხროვის მომავალი ა...