9

530 74 30
                                    

ჯიმინი თავისთვის იჯდა . მისმა სისულელემ ღამით ტყეში გაჰყოლოდა სულს ამ მდგომარეობამდე მოიყვანა , თითქოს მდუღარე წყალში ჩააგდეს და ერთადერთი რაც შეეძლო იყო მხოლოდ ლოცვა, რომ რამე არ დაეშავებინათ დეიდამისისთვის .

დივანზე იჯდა, შიშველ სხეულს მხოლოდ პატარა ნაჭრის ნაგლეჯი უფარავდა . კბილები ერთმანეთს დააჭირა, მის წინ ამაყად მჯდარი ალფა ლიამი იჯდა მის გვერდით კი ხელებ გადაჯვარედინებული, დაჟინებული მზერით ჯონგუკი იდგა . ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება .

- ანუ შენ ამტკიცებ, რომ სხეული გზიდან დაინახე როდესაც ქალაქში ბრუნდებოდი ?

ლიმმა მხოლოდ მას შემდეგ იკითხა რაც ჯონგუკმა დეტალებში უამბო მომხდარი .

- იმის მიუხედავად, რომ ტრასა იმ ადგილთან ახლოსაც კი არაა სადაც გიპოვეს ?

ბეტები მეორე ოთახში დახურულ კარს იქით იყვნენ . ლიამმა ისინი სიტუაციის გამო გაუშვა , რის გამოც ჯიმინი კმაყოფილიც კი იყო . ისინი მართლა მოქმედებდნენ მის ნერვებზე .

- დიახ .

ჯიმინმა ისე მშვიდად უპასუხა როგორც შეეძლო .

სიმართლე კი ისაა რომ ეშინია . ამ დრომდე , მას უბრალოდ სძულდა ისინი მაგრამ არ ჰქონია შიში იქამდე, სანამ რაიმე ცუდს არ ჩაიდენდა და მათ გაღიზიანებას არ გამოიწვევდა . ახლა კი მთავარი ეჭვმიტანილი იყო მკვლელობაში ხროვის ტერიტორიაზე , რაც ალფა ლიამს აძლევდა უფლებას ისე დაესაჯა როგორც თვითონ ჩათვლიდა სწორად . იმის მიუხედავად რომ ჯიმინს ლიამი სასოწარკვეთამდე სძულდა , მაინც აანალიზებდა რამდენად დიდი ძალაუფლების მქონე იყო . შეეძლო ჯიმინის არსებობა დედამიწიდან თვალის დახამხამებაში გაექრო .

- და შენ ელოდები რომ ამას დავიჯერებთ ?

ქვასავით მყარი სახით უყურებდა ალფა , მაგრამ ჯიმინმა კარგად იცოდა ამ სახის უკან რამხელა გაღიზიანებას მალავდა ლიამი .

Figure out [completed]Where stories live. Discover now