ჯიმინი არ იყო მზად გამჟღავნებისთთვის . თუ მონადირე მართლა მაქციის მოკლული იყო და ამას წითელ ზონაში ადამიანები გაიგებდნენ ეს შეთანხმებას დაარღვევდა . პრაქტიკულად იმიტომ, რომ პოლიცია მაქციების არსებობის დამალვას იქამდე შეძლებდა სანამ მაქციები გარიგების თავს პუნქტს შეასრულებდნენ და ადამიანებს თავს არ დაესხმოდნენ .- დარწმუნებულები არიან ?
სულელური კითხვა დასვა ჯიმინმა .
- ეჭვი არც კი არსებობს . მაქციის ბეწვი იყო ნაპოვნი , ამის გარდა ჭრილობებიც თავის სათქმელს ამბობდნენ .
ჯმინმა უკან დაიხია და თმაში ხელი შეიცურა.
- ეს რას ნიშნავს ხროვისთვის?
ჯონგუკმა ამოიოხრა .
- არ ვიცით . ამ დროისთვის ადამიანები ფიქრობენ რომ მონადირე ნადირობისას მომხდარი ინცინდენტით დაიღუპა , რაც დროს გვაძლევს ნამდვილი მკვლელის საპოვნელად. როგორც კი ამას ვიზავთ შევეცდებით ყველაფრის მოგვარებას.
ორივე დადუმდა აანალიზებდნენ სიტუაციას რომელშიც იყვნენ . სოფია პიკნიკის მაგიდასთან იჯდა სათამასო მოედანთან ახლოს , მათ უყურებდა , მაგრამ არ ესმოდა. ის თუ ამის შესახებ გაიგებს ...
-შენ მონადირის მოჩვენება დაინახე იმ საღამოს ხომ ასეა ?
ჯონგუკმა მოულოდნელად იკითხა .
- კი . მაჩვენა სად იყო მისი სხეული . მგონი ეს უკვე გითხარი ასე არაა?
- მთლად არა . შენ ახსენე რომ შეგეძლო მკვდარი ადამიანების დანახვა მაგრამ არ დაგიკონკრეტებია რომ მონადირის მოჩვენებამ გითხრა სად იყო მისი სხეული . შეუ.. შეუძლია მას რამე გითხრას ?
უცნაური კითხვა იყო .
- არა . ჩუმი იყო , მხოლოდ ხელით მიანიშნებდა ადგილზე .
- ნორმალურია თუ მოჩვენება ინარჩუნებს შეზღუდულ უნარჩვევებს ?
YOU ARE READING
Figure out [completed]
Fanfictionჯიმინი არის მარტოხელა მაქცია რომელსაც აქვს ნიჭი დაინახოს გარდაცვლილი ადამიანები ... ერთი ზარის შემდეგ მას უწევს დაბრუნება ძველ ხროვაში, სადაც ხროვის ბავშვები მისტიურად უჩინარდებიან. ამ საქმის გამოძიება კი უწევს ძველ მტერთან რომელიც ხროვის მომავალი ა...