13

506 80 17
                                    



ალფა ლიამმა მაშინვე მოახდინა რეაგირება, როდესაც ჯონგუკმა უთხრა, რომ ჩაკმა გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მამაკაცი, დაეტოვებინა სალი, მაგრამ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩაკმა ჯიმინს მოუსმინა, იყო ის, რომ ფიქრობდა, რომ მისმა დამ გაგზავნა იგი.

მანამდე სულმა აუხსნა „ქალბატონი აიუდამეს ' მნიშვნელობა ჯიმინს . ეს იყო საიდუმლო კოდი, რომლის თანახმადაც ჩაკი მიხვდებოდა, რომ მისმა დამ იპოვა გზა, რათა დახმარებოდა მას გაქცევაში. პირველი ნაბიჯი ყალბი ამბის მოყოლა იყო, რომელითაც ჩაკს უყვებოდა, რა უნდა ექნა, როდესაც იგი გაქცევის დრო მოვიდოდა . შემდეგი იყო ბეისბოლის ბარათის გამოყენება სალის ყურადღების გადასატანად, სანამ ის უსაფრთხოდ გავიდოდა სახლიდან.

სამწუხაროდ, სალიმ ჩაკთან ერთად ქალაქი დატოვა,იქამდე სანამ მისი და შეძლებდა მოქმედებას. შემდეგ კი ქალმა დაფარა მათი კვალი, რომ მის ოჯახს არ სცოდნოდა სად წავიდნენ, ან როგორ დაუკავშირდნენ მათ.

გარეგნულად, სალი ნამდვილად ჰგავდა ერთ – ერთ ყველაზე ტკბილ, ყველაზე უდანაშაულო გოგონას, რომელსაც შეხვდებოდით, მაგრამ სიმართლე იყო ის, რომ ის იყო ძალიან მანიპულატორი და ემოციურად არასტაბილური. ჩაკის მეტყველების შეფერხებამ და მისმა დაბალმა მიზანშეწონილობამ ის ადვილ სამიზნედ აქცია რასაც სალი წლები იყენებდა თავის სასარგებლოდ.

პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე, ჩაკმა მისი დის, ტაშას ნახვა ითხოვა, ხოლო ოფიცრებს რამდენიმე ზარის გაკეთება მოუწიათ, სანამ გაიგებდნენ, რომ მან თავი მოიკლა. კაცის გოდება ისმოდა მთელ განყოფილებაში და ამ ხმამ გამოიწვია ჯიმინის მუცლის კვანძი.

ლიამი ზურგის მხრიდან ოფიცერთან ერთად გამოვიდა და მარტო მჯდარი ჯიმინი შენიშნა. ჯიმინი არ ამდგარა მისასალმებლად სიმართლე რომ ითქვას არც კი შეუმჩნევია ალფის შემოსვლა. ჩვეულებრივ, მისი ბუნება აიძულებდა ალფის შემჩნევას მაგრამ ჩაკის გულამოსკვნილი ტირილი მას ძალიან ძაბავდა .

Figure out [completed]Donde viven las historias. Descúbrelo ahora