ჯონგუკს სახე დაუსერიოზულდა როდესაც ჯიმინის ნათქვამი გაიგო.
- როგორ გამოიყურებდა ?
" მოღალატემ კიდევ ერთხელ მიმოიხედა იმ იმედით რომ შეამჩნევდა უჩვეულო სულს , მაგრამ აღმოაჩინა რომ მთლიანად გამქრალიყო.
- როგორ გამოიყურებოდა?
ჯონგუკმა მკაცრად გაიმეორა .
- მე.. მე.. ის ..
ცდილობდა კონკრეტული დეტალების გახსენებას .
- ის იყო ქერა, ცისფერი თვალებით , თმა აწეული ჰქონდა და კომბინიზონი ეცვა .
- რამდენად პატარა იყო?
- არ ვიცი, ახალფეხადგმული ?
- ჯიმინ!
ჯონგუკმა ამოიოხრა .
- ციფრები უნდა მითხრა!
- ათზე ნაკლები?
"მოღალატემ" სარკასტულად უკან დაიხია .
ჯიმინს არასდროს გამოსდიოდა ვინმეს ასაკის გამოცნობა . თინეიჯერები ისე გამოიყურებოდნენ თითქოს ისინი ოცის იყვნენ , ერთხელ სამი წლის ბავშვი ათი წლისაში შეეშალა . ამიტომ მისთვის უფრო მარტივი იყო ეთქვა ბავშვი, ახალ ფეხადგმული , თინეიჯერი და მოზრდილი.
ალფამ აშკარად გაღიზიანებული სუნთქვა შეიკავა და შეაჩერა , როცა ცდილობდა გაღიზიანების შეკავებას , შემდეგ ნელა ამოისუნთქა .
- ის რომელიმე დაკარგულ ბავშვს გავდა ?
ჯიმინმა მხოლოდ ახლა გაანალიზა რომ მან მხოლოდ ერთი დაკარგული ბავშვის გარეგნობა იცოდა და ისიც გაზეთის ამონაწერიდან , რომელიც სოფიამ აჩვენა .
გაახსენდა, რომ დეიდას მთლიანი საქმის პორტფელი ჰქონდა ამიტომ ჯონგუკისკენ შებრუნდა.
- დეიდა უნდა ვნახო.
-რატომ ?
- იმიტომ რომ მას აქვს სურათები . მე შემიძლია გადავხედო მათ და ვნახო , შევძლებ თუ არა მოჩვენების ამოცნობას.
YOU ARE READING
Figure out [completed]
Fanfictionჯიმინი არის მარტოხელა მაქცია რომელსაც აქვს ნიჭი დაინახოს გარდაცვლილი ადამიანები ... ერთი ზარის შემდეგ მას უწევს დაბრუნება ძველ ხროვაში, სადაც ხროვის ბავშვები მისტიურად უჩინარდებიან. ამ საქმის გამოძიება კი უწევს ძველ მტერთან რომელიც ხროვის მომავალი ა...