ახლანდელი დროავტობუსს რამდენიმე საათი დასჭირდა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. აქ იყო პატარა ადგილი რომელსაც წითელ ზონას ეძახდნენ . ადამიანებს რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ არ ჰქონდათ პრობლემა მაქცია მეზობლებზე. მათი ურთიერთობა სიმბიოზურიც კი იყო, პოლიცია შეთანხმებული იყო რომ იქამდე შეინახავდნენ ამ საიდუმლოს სანამ ხროვა პრობლემებს წარმოშობდა .
წლების წინ , მაქციები მხოლოდ რამდენიმე ოჯახი იყო , მაგრამ სამყარომ მიიღო ისინი , ისევე როგორც მაქციებმა . ახლა როდესაც ვინმე მაქციების ხროვას იტყოდა გულისხმობდა მთლიან ქალაქს . ალფამ წლების წინ ქალაქისგან მოშორებით დაიწყო ტერიტორიების ყიდვა რათა თავისი ხროვისთვის შეექმნა უსაფრთხო პატარა სოფელი . რას უფრო იზრდებოდა მაქციების რაოდენობა მით ნაკლები საფრთხე ემუქრებოდა მათ . არც ისე დიდ დროში სოფელი იმდენად გაიზარდა რომ ქალაქად გადაიქცა .
მოსახლეობის რაოდენობის და ხროვის სიდიდის მიუხედავად დგებოდა დრო როდესაც ხროვას ისევ უჩნდებოდა მტრები. რა თქმა უნდა ალფა იმდენად ძლიერი იყო რომ შეეძლო ქალაქის დაცვა , მაგრამ ის მხოლოდ ერთი იყო . იმისთვის რომ ხროვა მეტად დაცული ყოფილიყო ალფამ გადაწყვიტა განსაკუთრებული ძალების მქონე ბავშვები დამჯერ ბეტა მსახურებად აღეზარდა , კიდევ რაა არის ? იმისთვის რომ შემდეგი ალფა გახდე არაა საჭირო იყო ალფის შვილი , შემდეგ ალფას ბავშვობაში ირჩევენ და მას როგორც მომავალ მმართველს ისე ზრდიან .
ეს იყოო გზა მაქციების გადარჩენისთვის.
ავტობუსი გაჩერდა , ჯიმინმა ღრმად ჩაისუნთქა და ავტობუსიდან ნელი ნაბიჯით ჩამოვიდა . წონოსწორობა ძლივს შეინარჩუნა როდესაც მეორე სხეული შეეჯახა . სოფიას შავი გრძელი თმა მოკლედ შეეჭრა და იასამნისფრად შეეღება , თვალზე კი სქლად თვალის ლაინერი გაესვა. უფრო გამხდარიყო ვიდრე ეს ჯიმინს ახსოვდა , მაგრამ მაინც სიცოცხლით სავსე ჩანდა .

YOU ARE READING
Figure out [completed]
Fanfictionჯიმინი არის მარტოხელა მაქცია რომელსაც აქვს ნიჭი დაინახოს გარდაცვლილი ადამიანები ... ერთი ზარის შემდეგ მას უწევს დაბრუნება ძველ ხროვაში, სადაც ხროვის ბავშვები მისტიურად უჩინარდებიან. ამ საქმის გამოძიება კი უწევს ძველ მტერთან რომელიც ხროვის მომავალი ა...