28

503 69 47
                                        




რადგან ლაიმმა განაცხადა რომ სახლში გვიანობამდე არ დაბრუნდებოდა , ჯონგუკმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. რომელთაგან ერთ -ერთი იყო ჯიმინის დატოვება სახლში და კენის სანახავად წასვლა . განმარტა რომ კარგი იქნებოდა თუ ჰოლის თავად კითხავდა იყო თუ არა გოგონა კაფეში , მაგრამ რადგან კენი და ჯიმინი საუკეთესო ურთიერთობაში არ იყვნენ , შეთანხმდნენ რომ "მოღალატე " სახლში დაიცდიდა .

თუმცა ჯიმინი სახლში მარტო არ იყო . მერიამი ისევ იქ იყო და ყოველდღიურ საქმეებს აკეთებდა . ჯიმინმა შესთავაზა დახმარება , მაგრამ მაშინვე გაიაზრა რომ წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ აღიქვამდა ქალი მას . ის აქამდე კარგად ექცეოდა მაგრამ სავარაუდოდ მასაც ისევე სურდა "მოღალატის გაგდება ხროვიდან როგორც დანარჩენ სხვას.

რადგან ჯონგუკს დაჰპირდა რომ სახლში დარჩებოდა იაზრებდა რომ თავის არიდებას ბოლომდე ვერ შეძლებდა , ამიტომ შუადღისით მისაღებ ოთახში ტელევიზორის ყურება დაიწყო.

- კარგი?

ჯიმინი მაშინვე წამოდგა როგორც კი ჯონგუკი დაბრუნდა .

ახალგაზრდა ალფამ თავი გააქნია .

- მას წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე ვსაუბრობდი.

ჯიმინმა ამოიოხრა . იქნებ კიდევ იყო მოჩვენება რომელიც ზუსტად ისე გამოიყურებოდა როგორც პატარა გოგნა ? არა, ეს შეუძლებელია . მაგრამ რა მოხდება თუ მოჩვენება განსხვავებულია და შეუძლია კონკრეტულ ცოცხალ ადამიანს მიბაძოს ? მას გარკვეული კვლევები უნდა ჩაეტარებინა , რათა ენახა შესაძლებელი იყო თუ არა მსგავსი რამ .

ზებუნებრივ კვლევაზე საუბარი....

გასწორდა, სავიზიტო ბარათი ამოიღო და ჯონგუკს გაუწოდა . ალფამ ცნობისმოყვარეობით დახედა ბარათს .

- ვინაა რიჩარდ გილი?

- მასზე ეგზორცისტვივით იფიქრე . ადამიანია მაგრამ კარგად იცის როგორ უნდა განდევნოს ბოროტი სულები .

Figure out [completed]Où les histoires vivent. Découvrez maintenant