საუზმის ნახევარზე ჯიმინს გაუჩნდა აზრი, რომ შეიძლება ლიამი მას მკვლელობაში ნამდვილად არ ადანაშაულებდეს . ის ფაქტი, რომ იგი ჯიმინს სტუმრად სახლში უშვებდა, აჩვენებდა, რომ ის მას საფრთხედ არც კი თვლიდა. მეორეს მხრივ, ჯონგუკმა ნამდვილად დაადანაშაულა.შეცბუნებით, ჯონგუკს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა,რომ ჯიმინი წაეყვანა სამუშაოზე , მათი სავალალო მდგომარეობის წყალობით. ჯიმინი მასპინძელს გაჰყვა უკან, სადაც მისი ნაცრისფერი Nissan Sentra იყო. მისი აზრით, ეს საკმაოდ მარტივი მანქანა იყო. რატომღაც მოელოდა, რომ ჯონგუკს წითელი Corvette ან რამე სხვა უნდა ემართა.
- დაჯდები?
ჯონგუკმა მძღოლის მხრიდან გაღიზიანებულმა იკითხა .
ჯიმინი ეცადა რაღაც ეშმაკური სათქმელი მოფიქრებინა, მაგრამ არაფერი მოუვიდა თავში, ამიტომ ჩუმად ჩაჯდა მანქანაში და შეძლებისდაგვარად ძლიერად მიიჯახუნა კარი .
- ეს შეგნებულად გააკეთე!
ალფამ მზერა გაუსწორა.
-შეხედე, დიდი ბიჭივით მიუთითე აშკარაზე.
ჯიმინმა სარკასტულად უპასუხა.
- ნუ გამომცდი.
-რატომ? ისეთივე ცუდი ხარ ტესტებში, როგორც მოკეტვაში?
მას შეეძლო ეთქვა, რომ მამაკაცი ახლა თავის მოთოკვას ცდილობდა. ჯონგუკმა მთელი ყურადღება გზაზე გადაიტანა და სავალ მონაკვეთში გადავიდა.
შემდეგი ხუთი საათის განმავლობაში ჯიმინს გაუჩნდა პირველი შეხედულება, თუ რა იყო ალფას მოვალეობები. ის ჯონგუკთან ერთად იყო როდესაც ამ უკანასკნელმა ხროვის ხანდაზმულები მოინახლა.გამოიკითხა ახალი აპლიკანტების განმცხადებლები, გაეცნო სამეზობლოში არსებულ საჩივრებს და შეხვდა პოლიციის უფროსს, რათა გაერკვია იყო თუ არა რაიმე ახალი ქალაქის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე . სამწუხაროდ, ჯიმინი იძულებული გახდა უმეტესად მანქანაში მჯდარიყო, ამიტომ სასარგებლო ვერაფერი ისწავლა.
VOUS LISEZ
Figure out [completed]
Fanfictionჯიმინი არის მარტოხელა მაქცია რომელსაც აქვს ნიჭი დაინახოს გარდაცვლილი ადამიანები ... ერთი ზარის შემდეგ მას უწევს დაბრუნება ძველ ხროვაში, სადაც ხროვის ბავშვები მისტიურად უჩინარდებიან. ამ საქმის გამოძიება კი უწევს ძველ მტერთან რომელიც ხროვის მომავალი ა...