24

440 69 42
                                    




ჯონგუკი მთლი ღამის განმავლობაში არ დაბრუნებულა, ჯიმინს კი საშუალება მიეცა მთელი ოთახი მარტოს გაეზიარებინა .  ეს მას ნამდვილად არ აწყნარებდა, რადგან ალფას დაბრუნებას ყოველ წუთში ელოდა , რაც  ტრიალს აიძულებდა , მაშინ როცა დაძინება სურდა . მეორე დილას თმა აჩეჩილმა გაიღვიძა , ფიქრობდა ბოლოს სად დატოვა სავარცხელი .  წამოჯდა , ოთახში ლიამი შენიშნა რომელიც მას უყურებდა .

წამოიყვირა მაშინვე როგორც კი ფიგურა შენიშნა .

- აჰ... დილა მშვიდობის ?

- არ შემეძლო არ შემემჩნია ..

დაიწყო ალფამ და ჯიმინის მისალმება დააიგნორა .

- მას შემდეგ რაც დაბრუნდი , ყველაფერი საკმაოდ ქაოტური გახდა .

- ამაში ვერ დაგეხმარებით .

ჯიმინმა ნერვიულად აიჩეცა მხრები . " რამდენი ხანი იდგა  აქ ?"

- ძირითადად ის ფაქტი მაწუხებს რომ ჩემი პროტეჯე ჩემს დაკითხვას ცდილობს . გუშინ ჩემს კაბინეტში მეჩხუბა , დღეს კი ვხედავ როგორ სძინავს გარეთ როცა ნაბრძანები მქონდა მარტო არ დაეტოვებინე .

ჯიმინმა წარბები შეკრა .

- როგორც ჩანს ნამდვილი ალფა ხდება , თუ  ის აღარ გისმენთ .

კაცმა შუბლი შეჭმუხნა და ფერომენების გამოყოფა დაიწყო , რომელიც პატარა " მოღალატეს" უკვე თავს აბეზრებდა . ჯიმინის ყელსაბამმა ვიბრირება დაიწყო. მოულოდნელად იგრძნო დამცავი სამკაული როგორ უჭერდა ყელზე , დასახმარებლად ხელი ასწია , რათა გაეხსნა .

- ვფიქრობ დროა ისწავლო სათანადო პატივისცემა . დასაწყისისთვის ამ სამკაულს მოვიშორებ . ..

ლიამმა მისკენ გაიწია , შეშინებული ჯიმინი კი უკან იხევდა .  როგორც კი ალფას ხელი  მისწვდა ჯიმინს , მეორე ხელმა გააკავა  ის .

ჯონგუკი მაშინვე ორ სხეულს შორის ჩადგა , ლიამი მას მიაშტერდა .

Figure out [completed]Donde viven las historias. Descúbrelo ahora