40

546 73 49
                                    




-მზადაა !

აგატამ თქვა და უკან დაიხია კედლისგან. შიდა არე არაბუნებრივად ტრიალებდა.

- დარწმუნდი, რომ სუნთქვას შეიკავებ და იმ ადგილზე იფიქრებ სადაც წასვლა გინდა.

ჯონგუკმა სწორედ ისე გააკეთა როგორც უთხრეს, როდესაც პორტალში შეაბიჯა .

მას არასდროს დასჭირვებია აგატას ძალების გამოყენება ამიტომ ეს მისთვის ახალი გამოცდილება იყო.

როდესაც სიცივემ აიტანა ჯიმინის ადგილსამყოფელზე დაიწყო ფიქრი , რამდენიმე ნაბიჯში კი ხის გვერდით აღმოჩნდა. ქერქი წყალივით ლივლივებდა, როდესაც პორტალიდან გამოვიდა შემდეგ კი სრულიად გაქრა .

დაბნეულმა გარშემო მიმოიხედა , მაგრამ ვერაფერი დაინახა გარდა ხიდისა. ჯიმინს უკვე ვეღარ გრძნობდა , მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო სადაც ახლა უნდა ყოფილიყო.

ბუშტუკებმა მისი ყურადღება მიიქციეს წყალზე, შენიშნა მანქანის უკანა ბამპერიც, რომელიც ძლივს შესამჩნევი იყო წყალში.

ზედმეტი ფიქრის გარეშე მაშინვე წყალში გადახტა და მძღოლის მხრიდან მიცურა . ფანჯრიდან ჯიმინი შენიშნა, რომელიც უგონი მდგომარეობაში, მგზავრის სკამზე ჯერ კიდევ ღვედ გაკეთებული იყო. სწრაფად შეიცვალა ადგილი და მთელი ძალით დაარტყა ფანჯარას , შუშა გაიბზარა შემდეგ კი თლიანად დაიმსხვრა . რადგან "მოღალატე" ჯერ კიდევ ღვედით იყო დაბმული ჯონგუკს მოუწია კარის გამოღება და ღვედის ამოგლეჯვა . ჯიმინი ზედაპირზე ამოიყვანა და ნაპირზე დააწვინა .

ჭრილობები რომელიც შუშის დამსხვრევის დროს მიიღო უკვე შეხორცებული ჰქონდა, როდესაც პირველადი დახმარების გაწევა დაიწყო .

- მიდი ჯიმინ ! ზედმეტად ჯიუტი ხარ იმისთვის რომ ახლა მოკვდე !

ჩურჩულებდა უფრო თავისთვის და ჯიმინის მკერდზე დაწოლას აგრძელებდა .

Figure out [completed]Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon