36

423 67 25
                                    




იმ ღამეს ჯიმინის თავში ბევრი რამ ხდებოდა.

არ იყო დარწმუნებული თუ რას გრძნობდა ამ ყველაფრის შესახებ ან უნდა დაეჯერებინა თუ არა ჯონგუკის აღიარება.. მამაკაცი ახლა გლოვის პროცესში იყო, ალბათ ცდილობდა ჯიმინის გამოყენებას ამ ყველაფრის გადასატანად , რაზე ფიქრმაც "მოღალატეს" უცნაურად ცუდად აგრძნობინა თავი.

  ჯიმინმა აღიარა , რომ თავს ცოტათი ბედნიერად გრძნობდა , როცა ჯონგუკი გრძნობებში გამოუტყდა , მაგრამ ახლა , როცა იცოდა, რომ ეს სასოწარკვეთილების გამო იყო, იმედგაცრუებამ შეიპყრო.

სურდა თუ არა, რომ ჯონგუკს ყვარებოდა ?

ეს ძალიან სერიოზული კითხვა იყო , რომელსაც ჯიმინი პასუხს ვერ სცემდა.

ამდენი წლის შემდეგ ,  ჯიმინმა დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ არავინ სჭირდებოდა ვინც მასზე იზრუნებდა , რადან მან ეს დამოუკიდებლად შეძლო .  ყველაფრის მიუხედავად , მას ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ არ იქნებოდა ურიგო თუ ეცოდიენებოდა, რომ ერთი ადამიანი მაინც ზრუნავდა მასზე .

ყოველთვის ეგონა, რომ ასეთი ადამიანი სოფია იყო, სოფია იყო ადამიანი ვინც მასზე ზრუნავდა მაგრამ ახლა უკვე ამაშიც ეჭვი ეპარებოდა . რაც შეეხება ბიძას , ის არც ისე ახლოს იყო  ჯიმინთან , როგორც ხალხს წარმოედგინა . ისინი მხოლოდ ერთად ცხოვრობდნენ , ჯიმინი კი ქირის გადახდაში ეხმარებოდა. კაცი დრო და დრო რჩევებს აძლევდა , მაგრამ ვერასდროს აღწევდნენ იმ დონეს , რასაც ხალხი ელოდა ,ძირითადად იმიტომ რომ ბიძამისი ჩაკეტილი ადამიანი იყო , მათ შორის საკუთარი დისშვილითანაც.

ჯონგუკს ტირილიდან დაახლოებით ერთ ორ საათში ჩაეძინა , ჯიმინს კი მისი მოშორების სურვილი არ ჰქონდა , ამიტომ ორივეს ერთად ეძინა მთელი ღამე . დილით გაღვიძებულ ჯიმინს ჯონგუკი უკვე წასული დახვდა . ტელეფონის შემოწმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ დიდხანს ეძინა ამიტომ ჩათვალა, რომ ალფა სამსახურში წავიდოდა .

Figure out [completed]Where stories live. Discover now