ზაფხულისთვის შესაფერისად მეცვა. სანდლებიდან ყვითელი ფერის ლაქი მიჩანდა, მუხლებამდე იგივე ფერის სარაფანი საკამოდ კარგად მედგა. არასოდეს შევმცდარვარ ამ კაბის ყიდვაში. კისერზე ფოტოაპარატი მეკიდა და სარაფნის ჯიბეებში ტელეფონი და ყურსასმენი მეწყო.
მისაღები ოთახი გავიარე. მშობლები სამზარეულოში ყავას სვამდნენ. ჩემი დანახვისას დედაჩემმა უცებ გამომძახა.
-საით მიდიხარ?
შემოსასვლელში კედელზე ჩამოკიდებულ დიდ სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავი შევათვარიელე.
-დეას ვხვდები დღეს. - ვთქვი და დედას გავხედე რომელიც კედელს მიეყუდა.
-ლამაზად გამოიყურები. - მითხრა და გამიღიმა.
-აბა დამენახე. - გავიგონე კობას ხმა სამზარეულოდან.
ღიმილით ავუარე დედაჩემს და სამზარეულოში მაგიდაზე ფეხებ აწყობილ კობას დავენახე. ალბათ ზუსტად მისგან დავეჩვიე ესეთი ჯდომის პოზას. დავტრიალდი რის გამოც პრიალა პომადაზე თმა ამეკრო. დამანჭული სახით მოვიშორე ტუჩებზე მიწებებული თმა.
-შენი თავი არ მომიტაცონ.
-არ მომიტაცებენ. - ვუპასუხე და უკან გამოვბრუნდი თუმცა ისევ მომიწია სამზარეულოში კობასთან შესვლა.
-სავარაუდოდ მე და დეა კაფეში შევივლით და გაფრთხილებ უფასოდ ავიღებთ ყავას. - ფრთხილი მზერით გავაფრთხილე.
-რა უფასოდ გოგო. შენი ფულით იხდი ყველაფერს. - მითხრა ვითომ სერიოზული სახით.
-კაი რა კობა. - ვთქვი და უცებ წყალი დავისხი ჭიქაში.
-რაც გინდა ის ქენი. მერე აანაზღაურებ. - ცალი ხელით კეფა მოიქავა, ცალით კი ტელეფონში ძრომიალი გააგრძელა.
დეას ჩვენს კაფეში უნდა შევხვედროდი.
მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია არ მყავდა ნანახი წინასწარ გვქონდა დაგეგმილი დღეს შეხვედრა. ზაფხულის და შუალედური არდადეგების გარდა ერთმანეთს ვერ ვხვდებოდით ხოლმე, თუმცა კავშირები მაინც გვქონდა ონლაინ.
YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.