ოთახში ბოლთას ვცემდი ვაჩეს ლოდინში. ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი.
უკვე დღის ორი საათი იწყებოდა. შიში, სიმორცხვე, უხერხულობა და შეცდომის დაშვების გრძნობა... ყველაფერი ერთად მაწვებოდა და ყელში მიჭერდა.
სახლში მარტო ვიყავი. კობა კაფეში გავუშვი, დედაჩემი კი ნათიასთან.
სახლი ზედმეტად არც მილაგებული და არც არეული არ ყოფილა. თავს არ შევირცხვენდი ყოველ შემთხვევაში. ჩემი ოთახიდან ყველა ზედმეტი ნივთი რომელის დასვრაც არ მინდოდა სხვა ოთახებში დავაწყგე და მათ შორის ის ბლოკნოტიც სადაც ვაჩეს სურათები მეკრო. ეგ რომ ენახა ჩემი საქმე წასული იქნებოდა.
ვაჩესთვის წუთების წინ მქონდა დარეკილი და უკვე ვვოცნებობდი რომ არ ამოსულიყო. მითხრა რომ ჩემს კორპუსთან იყო და მალე ამოვიდოდა.
შუა ფიქრში რომ არ ამოვიდოდა კარზე კაკუნი გაისმა. სანამ კარგს გავაღებდი ღრმად ჩავისუნთქე და სარკეში ჩავიხედე. ნაჭრის, უკვე საღებავებით დასვრილი კომბინიზონი მეცვა და შიგნით გამჭვირვალე, ძალიან მკრთალი ვარდისფერი ფერის მაისური.
ფეხშიშველი ტერფებით მივირბინე კართან და ისე რომ არც მიკითხავს ვინ იყო კარი გავაღე.
ვაჩეს ხელში რამდენინე პარკი ეჭირა თვითონ კი ოდნავ მომღიმარი სახით მიყურებდა. ლურჯი თვალების დანახვისას კინაღამ ფეხები მომეკეცა. თითქოს დიდი ხანია არ შემეხედა მისთვის ასე.
-სდრასტი. - მომესალმა და მარჯვენა ფეხი შემოდგა ჩემს სახლში.
-გაგიმარჯოს. - ვუთხარი ხმის კანკალით მაგრამ არ ვარ დარწმუმებული თვითონ თუ შეამჩნია. რა მანერვიულებდა? ის ხომ უბრალოდ ბიჭია რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვეუხეშები.
-ეს რეებია? - გაკვირვებულმა გამოვართვი პარკები და შიგნით ჩავიჭყიტე.
-რაღაცეები ამოვიტანე რო გავერთოთ. - მიპასუხა და ჩემს ოთახში ლურჯ ბრიჯში ხელებ ჩაწყობილი შემომყვა. უკნიდანვე ვგრძნობდი როგორ მორიდებულად ათვარიელებდა გარემოს.
YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.