ჩემს ლოგინში გავიღვიძე, მაგრამ სულ დამვწყებოდა, რომ უკვე ბათუმში ვიყავი. გონება ციხისძირში დამრჩა.
როგორც კი თვალი გავახილე, მაშინვე მოხატული ჭერი დავინახე. სახეზე ღიმილი მომეფინა.
ოთახიდან გავედი და სამზარეულოში მოფუსფუსე მაიკოს და ნათიას ხმები შემომესმა. იმ იმედით დავიწყე თვალების ცეცება რომ ნენე სადმე იქნებოდა. მათალიც აღვმოჩნდი. ცივ იატაკზე გაშოტილიყო და სიცხეს ამითი არიდებდა თავს.
-დილამშვიდობისაა. - ხმამაღლა დავიწიკვინე და მაშინვე ნენეს ვეცი მუცელზე.
-აბა საათს შეხედე. - მისაყვედურა ნათიამ. - აქამდე ძილი ვის გაუგია.
დღის ორი იყო დაწყებული. ტუჩები გავწელე უხერხულად.
-კობა არაა აქ ანუ? - მისი ნახვა მინდოდა.
-არ არის. - ისევ ნათიამ მიპასუხა.
-ჩავალ რა კობასთან.
-ახლა გაიღვიძე და უკვე მიდიხარ? ყავა არ გინდა ჩვენთან ერთად? - ჩემი და იმედგაცრუებულის სახით მიყურებდა.
-კარგი დავლევ და მერე ჩავალ. ნენეც გამაყოლე გავისეირნებთ ცოტას.
-სადაც ვინდა წაიყვანე ოღონდაც მომაშორე. - გამეღიმა ნათიას სიფიცხეზე.
-სიძე სად არის? - პარალელურად შოკოლადიანი ვაფლების დაჭრა დავიწყე.
-სამსახურიდან მოუწია წასვლა თბილიში. რამდენიმე დღით იქ იქნება. - მაგიდის თავში დაჯდა ნათია და დაჭრილი ვაფლის პირველი ულუფა პირში იტაკა.
-სახლში შენ და ნენე მარტო ხართ? - გაკვირვებულმა ვკითხე.
-არა რას კადრულობ. ძვირფასი დედამთილი ჩამოვიდა ბელგიიდან.
ხელში დანა შემეყინა.
-ისევ ისეთი ძუნწი და გარეწარია? - ვკითხე მოჯღანული სახით.
-რა შეცვლის მაგას. - ჩაგვერთო დედა.
ისეთი სახე ქონდა აშკარად ისევ ვერ გადადვლო სიბრაზეს. წინა დღეს ტრადიცია არ დაარღვია და როგორც თავის დროზე ნათიას, ისე მეც ტატუზე გამიჭდა.
KAMU SEDANG MEMBACA
ლუნა
Acakრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.