06

1.4K 74 64
                                    

ჩემს ოთახში ვიყავი შეყუჟული. ფანჯარა ღია მქონდა ამიტომაც შორიდან მოსული ტალღების და თოლიების ხმა თავისუფლად იფანტებოდა ოთახში. მაგიდასთან სკამზე ვიჯექი. ცალი ფეხი მკერდზე მქონდა მიკრული ცალს კი ჰაერში ვათამაშებდი. სკამი იმდენად მაღალი იყო რომ ფეხი იატაკს ვერც კი წვდებოდა, რადგან ასე მქონდა დაყენებული. მაგიდაზე გადაშლილი ბლოკნოტი მედო და ჩემი ზაფხულის ძირითად გეგმას დავყურებდი. კრემისფერ ფურცელზე ჩამოწერილი მქონდა სია თუ რას გავაკეთებდი ამ ზაფხულს. ჩემი სამეგობროდან ყველამ იცის როგორი პროდუქტიული ვარ და რამდენად მიყვარს მთელი კვირის დაგეგმვა მიუხედავად იმისა რომ არ ვასრულებ მათ. მხოლოდ ჩამოწერა და შემდეგ უაზროდ შენახვა ვიცი, თუმცა ეს უცნაური რუტინაა ჩვევად გცეული, რომ აუცილებლად ჩამოვწერო რას გავაკეთებ ამადა ამ დღეს.

რამდენჯერმე გადავიკითხე სია და თან ვფიქრობდი რაიმე ხომ არ აკლია მეთქი:

1. სადმე წვეულებაზე დათრობა
2. კოცონი
3. ბებოს სახლი ციხისძირრში
4. ტატუ - ?
5. კარგი "რაზნიცა"
6. ტირზე ფულის დახარჯვა იქამდე სანამ ყველა ფიგურას არ გავარტყამ.
7. ბევრი ფოტო
8. ჭერის შეღებვა გალაქტიკის თემაში
9. წერაზე მეტი მუშაობა
10. დროის გატარება ოჯახთან ერთად.

სხვა დროს ზაფხულის გეგმა არასოდეს მქონია ჩამოწერილი. იქიდან გამომდინარე რომ მშობლიურ ქვეყანაში კიდევ რამდენიმე წელი წესიერად ვერ გავატარებდი დროს, ამიტომაც ავაწყვე გეგმა რომ ეს ზაფხული დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ფურცელზე კიდევ იყო ბევრი ადგილი დარჩენილი ამიტომაც რაიმე სხვა იდეა თუ მომივიდოდა აუცილებლად მივამატებდი.

დღის 2 იყო დაწყებული. საშინლად ცხელოდა თუმცა ბინაში დაყენებული კონდინციონერი ისე მაგრილებდა როგორც არასდროს. ნათიამ და ანრიმ თავიანთი პატარა ქალიშვილი ურეკში წაიყვანეს 3 დღით. ჩემმა დამ გინდა თუ არა ურეკი კარგი იქნება ნენესთვისო. ურეკის მაგნიტური და სასარგებლო ქვიშა ბავშვს გამოადგებაო. თანაც არც ქვებზე მოუწევს ფეხების მტვრევა და იქ ბევრ ბავშვებთან გაერთობაო. უკვე მენატრებოდა პატარა დიშვილი. მისი ხუჭუჭა კიკინები კი განსაკუთრებით.

ლუნაWhere stories live. Discover now