ვაჩეს ტელეფონზე დაურეკეს. არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ ვაჩემ მაშინვე თქვა ჩემი წასვლის დროაო. ალბათ ძმაკაცები იყვნენ.
ხელ-პირი არც კი დაუბანია. ოთახს ბოლოჯერ შეავლო თვალი. სანამ გავაცილებდი მადლობა გადავუხადე. როგორც კი სახლში მარტო დავრჩი მაშინვე გავიაზრე ყველაფერი დღეს მომხდარი და ადგილზე ხტუნვა დავიწყე.
რატომ დავიწყე?
ჩემს თავზე გაბრაზება მინდიდა, რადგან თავს არ დავიდებილებ და ვიტყვი... ვაჩეს მიმართ გრძნობები მიჩნდებოდა.
და ეს ყველაზე ნაკლებად მსურდა!
მაგრამ ჩემი აჟიტირებული სხეული და მუცელი გასაქანს არ მაძლევდნენ. გაბედნიერებული ვიხედებოდი სარკეში. დებილივით ვიცინოდი და ვერაფერზე ვახდენდი კონცეტრირებას.
ვერ ვიტანდი ჩემს თავს ასეთ მდგომარეობაში.
დინამიკებში ჩემი ფლეერი შეავერთე. ჯგუფი მგზავრების გამოშვებული მუსიკები ბოლო ხმაზე მღედონენ მთელს სსხლში. მუსიკის ფონზე ცეკვა ცეკვით მივალაგე მთელი ოთახი. იატაკი მოვწმინდე, ოთახი გავანიავე, ყავა გავიკეთე, დეას ველაპარაკე ტელეფონზე და ყველაფერი მოვუყევი...
გაბრაზებული იყო კესოზე. თუმცა არა ისე როგორც მე. წარსულია და სულ არ მაინტერესებს ვაჩეს რას ეტყვისო, სიმართლე ხო ვიცითო... მაგრამ მე ასე სულაც არ ვფიქრბოდი. არ აქვს მნიშვნელობა წარსულია თუ არა, მოსაგვარებელი და გასარკვევი ოდესმე უნდა გაირკვეს.
ოთახის ყველა კუთხეში მტვერი მთლიანად ამოვწმინდე და ისე დავალაგე რომ კონკიასაც კი შეშურდებოდა.
ბოლოს ნოუთბუქით კალთაში ტელევიზორის წინ სავარძელში ჩავესვსნე. სანამ ჩემები ამოვიდოდნენ ცოტა განტვირთვა არაფერს დამაკლებდა. უკვე საღამო იყი, გარეთ ბნელდებოდა, ამიტომ ვივარაუდე რომ სულ მალე შენოაღებდნენ კარს ან კობა, ანდაც მაიკო.
YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.