დეას ეს იდეა სასტიკად არ მოსწონდა. არ უნდოდა ჩემი გაშვება იმ ტიპთან რომელსაც არც კი ვიცნობდი ნორმალურად, მაგრამ არც მე ვყოფილვარ პატარა ბავშვი რომ "შიშის" გამო ადამიანისთვის შანსი არ მიმეცა შესახვედრად.
შეხვედრა რეტრო კაფესთან დამინიშნა, სადაც დიდი ხანია რაც არ ვიყავი ნამყოფი. ამის მიუხედავად მეხსიერებას ის ორიგინალური გარემო მაინც შემორჩენოდა, რომლითაც ეგ კაფე გამოირჩეოდა. დეა ბოლო წუთამდე ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას. თავად არ ვღელავდი არაფერზე და დეას რა სჭირდა სანერვიულო? მეგობრული ინსტიქტები სულ სხვაა, მესმის... მაგრამ მართლა ძალიან მაინტერესებდა როგორ აპირებდა ლაზარე თავსი შემაწუხებელი ფლირტული ქმედებების გამოსწორებას.
-ლუნა არც შენ გიუარია მასთან ხითხითი და ცეკვა. - წამოიკივლა დეამ როდესაც კაბას ვირგებდი.
-მართალია, მაგრამ ზღვარს არ გადავსულვარ. - სარკესთან ახლოს მივედი და ბროწეულის უფერო პომადა წავისვი.
-ნუ იპრანჭები ესე! - ისევ ამოიოხრა.
სარკიდან მწველი მზერით გავხედე და შევუღრინე. - ნუ გადამეკიდე!
-ცუდად დასრულდება. - ლოგინზე დაემხო და ამოიოხრა. - თან მარტო მტოვებ.
-უკაცრავად? რამდენჯერ შემოგთავაზე წამოსვლა? სათვალავი მე თვითონ ამერია. - უკმაყოფილოდ შევხედე მეგობარს.
-თქვენს ერთად ნახვას თავის მოკვლა მირჩევნია. - ლოგინიდან ბალიში გამოაძვრინა და თავზე დაიფარა. სხეული დამეჭიმა როდესაც ამოყრილი ძველი ქაღალდები დავინახე რომელთაც ბალიშის ქვეშ ვმალავდი. სანამ ბალიშს სახიდან მოიშორებდა მანამდე ავკრიფე ყველა სათითაოდ და სწრაფად შემოვტრიალდი.
-მგონი შენი პრობლემა ამოვხსენი. - ხმა მოგუდულმა მომმართა.
საწერი მაგიდის უჯრაში ჩადებული საკმაოდ ნაცნობი ბლოკნოტი ამოვიღე და წითელი მარკერით გაფორმებულ გვერდში ქაღალდები შევინახე.
أنت تقرأ
ლუნა
عشوائيრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.