15

1.9K 86 155
                                    

ძალიან გვიან გამეღვიძა შუა დღეს. ისეთი დაღლილი მქონდა თვალები და გონება, რომ ლოგინში მთელი დღე შემეძლო გამეტარებინა.

მე და ვაჩემ ერთმანეთს ვაკოცეთ და ახლა ის ჩემს სახლში იყო.

რამდენი შეცდომა დავუშვი გუშინ?

კოცნა... კარგი იყო. ძალიან კარგი. იმაზე უკეთესი ვიდრე შეიძლებოდა.

გუშინ ალბათ ყველაზე დაუფიქრებლად მოვიქეცი. ჯერ ვაკოცეთ, შემდეგ ვეჩხუბე, მერე მთლად ჩემს სახლში შევიპატიჟე და ბოლოს ერთად ვუყურეთ ვარსკვლავებს.

აი რა ხდება როდესაც მოგწონს.

გუშინ ყველაზე მთავარი რაც გავიგე ის იყო, რომ ვაჩე და კესო ნამდვილად არ იყვნენ ერთად.

მაგრამ მათი გადახვეული ხელების, ფლირტული მზერების და უხეში საუბრების მოტივს ვერ ვწვდებოდი. გართობა? რა თქმა უნდა ვაჩე ერთობოდა, მაგარმ ნუთუ კესოც? მოსწონდა როგორ ელაპარაკებოდა ვაჩე? ან როგორ სიტუაციაში იყო იაზრებდა მაინც? რეალურად ბიჭს ეტენებოდა.

ვაჩემ ფაქტიურად ჩემი მისამდი გამოაშკარავებული გრძნობების შესახებ ყველაფერი იცოდა მიუხედავად იმისა, რომ გიჟივით ვვუარყოფდი. ან მე მეგონა ასე. მაგრამ მისგან იგივე არ მიგრძვნია. არ მქონდა შეგრძნება რომ მოვწონდი. მისთვის ეს გართობა იყო. ისიც კი თქვა სიყვარულის არ მჯერაო. ასეთი ადამიანი როგორ მაკოცებდა იგივე გრძნობებით რითაც მე?

ვაჩე ამოუხსნელი ობიექტი იყო. ვერ ვიგებდი რა ხდებოდა მის გარშემო.

როდესაც დეა და დანარჩენები მოვიდნენ პირველი მე ჩავედი კიბეებზე. სიმაღლის შიშმა უცებ ამიტანა, მაგრამ თავს იმით ვიწყნარებდი რომ აივანი ფეხ ქვეშ მეკიდა. მარიტა ჩვენთან დარჩებოდა, რადგან ახლა არავინ ვიყავით ბათუმში წამსვლელი.

სანამ გოგოები ლოგინს ვშლიდით პირველ სართულზე, ბიჭები გარეთ სიგარეტს ეწეოდნენ.

ლუნაWhere stories live. Discover now