10

1.5K 74 61
                                    

დეა მთელი დღე არ გამოჩენილა. რამდენჯერმე დავურეკე თუმცა არცერთხელ არ აუღია ტელეფონი. ვიფიქრე რომ დაკავებული იყო, მხოლოდ ამ მიზეზით არ წავედი მის სახლში ამბის გასაგებად. ვაჩესაც არ შევხვედრილვარ მთელი დღის მანძილზე. დილით ვნახე კაფეში და შემდეგ იქ აღარც შევსულვარ. დაკავებული ვიყავი ურეკიდან ჩამოსული სიძის, დის და დისშვილის მონახულებით. ყველანი ჩვენთან ვიყავით და ერთად ვივახშმეთ. ჩემს მონატრებულ კულულა გოგოს ლოყებს იქამდე ვუკოცნიდი სანამ ტირილით დედამისთან არ მირბოდა.

"დეიდა ლუ მაწვალებს".

დაიწრიპინებდა თავისი ჟყიპინა ხმით და ხან ანრის ფეხს ჩაეხუტებოდა და ხან კობას.

ნათიამ კარგად იცოდა როგორ მინდოდა ჩემი ჭერის შეღებვა, ამიტომაც ის დამეხმარა მაიკოს შებმაში, თორემ კობა უკვე წლებია რაც თანახმა იყო. არცერთმა იცოდა რომ ვაჩე დამეხმარებოდა რემონტში, თუმცა არა მგონია წინააღმდეგი ყოფილიყო ვინმე. ვაჩეს კობაც იცნობდა და მაიკოც.

ძილის წინ მისი ნომერი და ნახატი ბლოკნოტში იმ გვერდში ჩავდე სადაც ვაჩეს სურათები მქონდა მიკრული. და მას შემდეგ რაც ნიკა გავიცანი პირველად ღამე მასთან მიმოწერის გარეშე გავატარე.

მეორე დღეს დილით ვიღაცის საუბარმა გამაღვიძა. ძილიდან გამოსულმა დეას ხმა გავარჩიე. მაშინვე წამოვფრინდი ლოგინიდან. თავბრუ დამეხვა და ყველაფერი გათეთრდა, თუმცა ამან არ შემაჩერა კარის იმხელაზე გაღებისგან რომ კინაღამ კედელი გამოვანგრიე.

დეა და დედაჩემი ყავას სვამდნენ და სიგარეტს აბოლებდნენ სამზარეულოში. დედაჩემს სიგარეტით ხელში იშვიათად ვხედავდი, ამიტომაც გაიკვირა. მაიკომ პირველმა დამინახა რადგან ჩემს პირდაპირ იჯდა.

-ოჰ! შუადღე მშვიდობის. - მომესალმა.

სამზარეულოში შევედი. დეას შევხედე. ჩემს დანახვაზე წამოდგა და იმ ხელით ჩამეხუტა რომლითაც სიგარეტი არ ეჭირა.

ლუნაWhere stories live. Discover now