ზაფხულის ბოლო თვე ნელ-ნელა იწურებოდა 25 აგვისტოც მოვიდა. კონცერტის დღე. დღე როდესაც წარმოდგენა არ მქონდა როგორ მოულოდნელად შეეძლო სამყაროს (ვაჩეს) ჩემი გონების ამოყირავება.
საღამოს ცხრამდე მე და დეა ჩემს ოთახში შეყუჟულებმა გავატარეთ დრო. ლამაზად გამოვეწყვეთ და ერთმანეთს წავუსვით თვალის ლაინერი რომელიც აქამდე არცერთს გვქონდა დიდად გამოცდილი.
დეას თვალებზე კარგად ვერ გამომივიდა. თვითონაც ვერ შეძლო ისეთი როგორიც უნდოდა, რადგან თვალის მოყვანილობა ხელს უშლიდა სწორი ხაზის გაკეთებაში. აი მე კი არაჩვეულებრივად წამისვა დეამ. თვალები მელასავით გამომეკვეთა და ფერიც მეტად გამინათდა. მომწონდა რასაც სარკეში ვხედავდი. ორივენი იმაზე ოდნავ მეტად გავიპრანჭეთ, ვიდრე ჩვეულებრივ.
დედა გადავკოცნე და სანამ საყვედურს მოახერხებდა ჩემს მოკლე კაბაზე იქამდე გავედით სახლიდან.
-კობა რა მაგარია. - მეათასედ მახარა დეამ კიბეზე ჩასვლისას. რადგან გარეთ ბნელოდა ტელეფონით ვინათებდით საფეხურებს. გარედან შემოსული ბულვარდის ნათება არ იყო საკმარისი. - იმ არაკაცს რო ვენახე ესე გამოწყობილი სახლში ჩამკეტავდა.
-კობასაც აქვს ხოლმე წამოვლები. - უხერხულობა ხუმარა ტონით გადავფარე. - ძალიან ვერ ვითმენ დღევანდელ საღამოს. უამრავ ფოტოს გადავიღებ.
-წარმომიდგენია. - მხიარულად გამომეხმაურა. ჩემს კორპუსისგან ოდნავ მოშორებით ეყენა ვაჩეს მანქანა. მე და დეამ გახარებულმა მივირბინეთ და დაბურულ შუშებზე მივაკაკუნეთ.
-ჩასხედით ქალბატონებო. - ირაკლის ხმა გაისმა უკანა სავარძლიდან. ვაჩემ კარი შიგნიდან გამიღო. თავი დავხარე და მანქანაში ჩავჯექი.
ჩემს ფეხებს და შემდეგ უკვე მოშიშვლებულ კანს მოურიდებლად გააყოლა თვალები.
-ძალიან ლამაზი ხარ. - მაშინვე კომპლიმენტი მომაგება მისი ფლირტული გამოხედვით.
YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.