სარკეში ჩემს ორმაგად გასიებულ სახეს ვუყურებდი. ერთი ძილისგან, მეორე ტირილისგან. დაზომბირებულმა გავუკეთე მაიკოს ყავა. მეორე დღე იყო სიტყვა ვერ მათქმევინა რა მჭირდა. გრილი წყლით ვიბანავე და თან გონებაში დავალაგე რას როგორ ვეტყოდი.
თითქოს წყლის ნაცვლად იმედგაცრუების ნიაღვარი მდიოდა თავზე.
საშინლად მძულდა. ისიც და ჩემი თავიც.
როცა თვალი გადავავლე ჩვენს მინაწერებს, კინაღამ ღებინება დამეწყო. სულელი ისევ მე გამოვდექი. ჩემი გულუბრყვილობით ვაჩემ გამასულელა. მინდოდა რომ სახეში სილა გამეწნა და შემდეგ ძალიან მაგრად მეკოცნა მისთვის.
სწორედ ამის გამო ვიყავი ყველაზე მეტად გაღიზიანებული.
3 თვის წინანდელი ლუნა უკან მოუხედავად მოიშორებდა ასეთ ადამიანს გრძნობების მიუხედავად, მაგრამ შეყვარებული ლუნა ვერ ეშვებოდა პიროვნებას, რომელმაც თავი განსაკუთრებულად აგრძნობინა. პაზლის რაღაცა ნაწილი ეკლდა ამ სიტუაციას, ამიტომაც ვერ ვიგებდი ვერაფერს.
რატომ? საიდან გაიგო? როდიდან?
ტვინში უამრავი კითხვა მქონდა, თუმცა ქრონოლოგიურად ვერცერთს ვერ ვუყრიდი თავს.
-რამდენი ხანია ბანაობ კარგად ხარ? - კარზე დედაჩემმა მომიკაკუნა.
ჩავახველე რომ სუსტი ხმით არ გამეცა პასუხი.
-გავიმშრალებ და გამოვალ. - არადა ჯერ კიდევ თმას ვიბანდი.
აბაზანიდან გასულს სახლში ახალგაზრდა მამაკაცის ხმა მომესმა. სამზარეულოში ფრთხილად შევიხედე.
-გამოსულა. - თქვა დედაჩემმა.
ოთახში შევედი და ცოტნეს შემრჩა ხელში. იმ დღეს პირველად გამეღიმა. მომნატრებოდა მისი წვერები.
-რა გჭირს გოგო სახეზე. - ეს იყო მისი მოკითხვა.
ლოყებზე ისე წამიჭირა ხელები რომ წითლად დამრჩა კვალი შემდეგი 2 წუთი.
YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.