24

1.7K 71 34
                                    

მზის ჩასვლას აივნიდან ვუმზერდი. სახლში მარტო ვიყავი. ჩემებმა გასეირნება გადაწყვიტეს, მე კი ზედმეტად გადაღლილი ვიყავი ისევ სასიარულოდ.

ნენეს ჩემს ლოგინზე ეძინა. ჩემი ოთახის მიმართ სიყვარული ახალ დონეზე აუმაღლდა, როდესაც ვაჩესთან ერთად ჭერი მოვხატე.

ფეხებზე კომპიუტერი მედო, გვერდით ყავის მაგიდაზე საფერფლე, ხოლო ხელში კი მოკიდებული ღერი. ახალ ბლოგს ვწერდი სადაც სიახლეებზე ვყვებოდი ჩემი ცხოვრების შესახებ. რა მოხდა ბოლო კვირებში და რამდენი რამ შეიცვალა ამ მცირე დროში. პარალელურად ნიკას ვწერდი. ადამიანს რიმელიც ერთადერთი იყო ჩემი მკითხველებიდან ვისთანაც პირადი კონტაქტი არ გამიწყვიტავს.

Unknown_23
ვინ იცის იქნება სადმე გნახო კიდეც.

ლუნა_
ურიგო არ იქნებოდა.

როგორც აღმოჩნდა, ორივე მივდიოდით ფესტივალზე. ორივენი მხოლოდ მგზავრების მოსასმენად.

Unknown_23
დარწმუნებული ვარ გიცნობ.

ლუნა_
ეგეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. ინტუიცია ყოველთვის არ როდის ამართლებს.

Unknown_23
შენ ჩემს ინტუიციას არ იცნობ.

დაცინვით ჩავიცინე.

ტუჩს ვუკბინე რომ პასუხი გამეცა.

ლუნა_
შემთხვევით სხვას თუ მიაშტერდები ხომ იცი გაგაბუნძულებენ.

Unknown_23
არ მივაშტერდები. პირდაპირ მივალ და ვეტყვი "გიცანი". თუ შენთან ერთი სიმპატიური შავგვრემანი ბიჭი მოვიდა და გითხრა "გიცანი" ესეიგი მე ვარ. იმედია შენი შეყვარებული არ მიწყენს.

ლუნა_
შეყვარებული?

Unknown_23
ნუ თვალთმაქცობ. აღიარე რომ ერთად ხართ. რისი გრცხვენია?

ლუნა_
ცხვირი დაიმოკლო ჯობია.

ჩამეცინა.

მთელი საღამო ერთმანეთს ვწერდით სანამ სახლი მთლიანად არ შეივსო. ოჯახურ ლაპარაკში ისე გავერთეთ, რომ დილის პირველზე დავწექი დასაძინებლად.

ლუნაWhere stories live. Discover now