01

3.5K 100 36
                                    

2012 წელი.

მატარებელი დილის 8 საათზე მიიჩქაროდა ბათუმისკენ. ჩემს გვერდით ადგილი არავის აუღია, ამიტომაც თამამად და შეუწყვეტლივ ვაკაკუნებდი ქაღალდივით თეთრ და ნაზ თითებს კლავიატურაზე. შიგადაშიგ შევისვენებდი და გავატკაცუნებდი ხოლმე. ტვინს ვაცდიდი რომ შესაფერისი სიტყვები მოსულიყო გონებაში ბლოგებისთვის. კისერზე ჩამოკიდებული ფოტოაპარატით ფანჯრიდან მომზირალ ხედებს ვუღებდი სურათებს. მზე რომელიც უფრო და უფრო ამოდიოდა, დაუღალავად მანათებდა თავის სხივებს თვალებში რის გამოც ცრემლი მადგებოდა და ყველაფერს თეთრად ვხედავდი.

2012 წლის ზაფხულიც დაიწყო და მეც მივიჩქაროდი ბათუმისკენ. სკოლის კედლებს როგორც იქნა თავი დავაღწიე და რაც უფრო შორს ვიქნებოდი იმ შენობისგან მით უკეთესი. იმიტომ კი არა რომ შენობა არ მომწონდა... უბრალოდ იმ შენობაში მყოფი ხალხი მძულდა.

უცნაურია ისტორიის სიძულვილით დაწყება, მაგრამ ყველაფერი სწორეთ ამ გრძნობით დაიწყო.

არ ვიცი ასე მხოლოდ მე ვარ თუ არა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი უმიზეზოდ მძულდება. ასე მემართებოდა სკოლაში ბევრ მაღალ კლასელ გოგოზე სანამ უნივერსიტეტის გზას დავადგებოდი ბრიტანეთში. შეხედავდი და იტყოდი კარგი მამიკოს შვილიაო. ყველა გოგოს ერთ ქვაბში მოხარშვა არ არის კარგი, მაგრამ ჩემს მწვანე თვალებს ყოველთვის პლასტმასის გოგოები ედებოდა. ისიც არ ვიცი ეს ნორმალური იყო თუ არა, რომ მათი ცხოვრებით შეპყრობილი ვიყავი. იმიტომ არა, რომ მშურდა და რაიმე მასეთი, უბრალოდ ვცდილობდი, რომ იმ ხელოვნური სახეების შიგნით რაიმე ბუნებრივი მეპოვა. ამიტომაცაა რომ ჩემს კამერაში ყველაზე მეტი ფოტო სრულიად უცხო ხალხს უკავია. უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდი ჩემთვის ნაცნობი მეთქი, რადგან მათი ცხოვრების 50%-ზე მეტი ძირ-ფესვიანად ამოქექილი მქონდა ჯერ კიდევ მე-6 კლასში.

ჩემს ცხოვრებაზე ფეხსაცმლის ძირზე საღეჭი რეზინივით აკრული დეა, რომელიც მთელი ცხოვრებაა მეორე ნახევარივით მყავდა ფიქრობდა, რომ ეს ქცევა ჩემში ყველაზე სულელური რამ იყო და წამდაუწუმ მიმეორებდა, რომ ჩემი ცხოვრება მეტად საინტერესო იყო ვიდრე მათი და დაკვირვებებს უნდა შევშვებოდი. შეიძლება მართალიც იყო. გულწრფელად რომ ვთქვა, ყველაფერი რასაც დეა ამბობდა ყოველთვის სიმართლე იყო. არასდროს ცდებოდა მისი ქვეცნობიერი და არც გული თუ ტვინი აცდენდა ხოლმე ჩემგან განსხვავებით (არ გეგონოთ, რომ მთლად ეგეთი ბოთე ვარ. მე და დეას ვერავინ ვერაფერს გვაპარებდა. ორივეს გონება გვიჭრიდა და ასე ვთქვათ ერთმანეთს ვავსებდით. ერთმანეთის პარტნიორები ვიყავით, უბრალოდ დეას ყოველთვის სწორი და მართებული ინტუიცია და გადაწყვეტილებები ჰქონდა და ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც სწორი იყო. აი მე კი რომც მცოდნოდა, რომ კონკრეტული ასეთი საქციელი არასწორი იყო, ჩემს ჭიას ვახარებდი და ისე ვიქცეოდი როგორც მომინდებოდა).

ლუნაМесто, где живут истории. Откройте их для себя