ბარში ნიჟარასთან მარტო ვიდექი და ცივი ყავის ჭიქებს ვრეცხავდი. არაფრის კეთებას, ისევ ჭიქების რეცხვა და მოწმესავით დანარჩენების მოსმენა მერჩივნა. როდესაც ხელები შევიმშრალე ირაკლის ხმა გავიგონე:
-ლუნა მოდი თამაშს ვიწყებთ.
არ ვიცოდი რის თამაშს აპირებდნენ. არც კარტი გვქონდა და არც რაიმე სამაგიდო თამაში. კაფის შუაში მხოლოდ ჩვენ ხუთნი ვიყავით. ვაჩემ როგორც იქნა მაგიდიდან ადგომა იკადრა და თავის ძმაკაცს მიუახლოვდა. თამამად შემომხედა რის გამოც გულში არასასიამოვნო ჩხვლეტა ვიგრძენი. თავი დავხარე და სულ ოდნავ შევათვარიელე მისი სხეული რომელსაც შავი მაისური ფარავდა. ჯანდაბა, მართლა მიმზიდველი მხრები და ტორსო ჰქონდა. ჯერ კიდევ ვერ ამომდიოდა თავიდან, როგორი ღიმილით მიმზერდა როდესაც ფოტოს ვუღებდი. და ყველაზე საინტერესო, ან უცნაური ისაა რომ ჩემთან არც კი მოსულა პრეტენზიით დროზე წაშალეო. გაატარა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ესიამოვნა კიდეც. უჟმური მზერა ჩემს წინ მდგომ დეას მივაპყარი. მანაც იგივე დამიბრუნა. ისიც ისე უცნაურად იყო, როგორც მე.
-ქართული ღვინო თუ არაყი? - იკითხა ირაკლიმ და ბარში შევიდა.
-ტეკილა! - წამოვიძახე.
-გახსოვს ბოლოს რა მოგივიდა ეგ რომ დალიე?- შემეკითხა დეა დაეჭვებული.
-შენს მუხლებზე ვარწყიე ვიცი, მაგრამ დიდი დრო გავიდა. კიდევ უნდა ვცადოთ. - ვუპასუხე და ირაკლის გავხედე.
-იყოს ტეკილა. - თაროდან ბოთლი ჩამოიღო.
ყველანი მაგიდას მივუსხედით. მხოლოდ ვაჩე იდგა ფეხზე და ლაიმს ჭრიდა რომელიც წარმოდგენა არ მქონდა საიდან გამოქექეს.
-მე არასდროს ვითამაშოთ ტეკილათი. - თქვა ირაკლიმ.
-დათრობას არ ვაპირებ. - წამოიძახა დეამ.
-არც მე. - დაამატა მარიტამ და ხელები მაღლა აწია.
-მუღამში ნუ ჩაკუკავთ. - თქვა ირაკლიმ. - მიდით რა.
YOU ARE READING
ლუნა
Randomრას ვგრძნობ? ბედნიერებას და სევდას ერთად. აღტაცებასა და შიშს ერად. სიყვარულსა და სიძულვილს ერთად. არაფერსა და ყველაფერს ერთად.